გიორგი ილურიძე: დიახ, გორის "დილასგან" მივიღე შეთავაზება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" 23 წლის ფორვარდი გიორგი ილურიძე კარიერას, დიდი ალბათობით, გორის "დილაში" გააგრძელებს. ამჟამად ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

ფეხბურთელმა "ლელოს" შემდეგი უთხრა:

"ამ ეტაპზე, დღეში ორჯერ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მაისის ბოლომდე მაქვს კონტრაქტი "ზესტაფონთან" და სანამ ეს ვადა არ გავა, ახალ გუნდში ვერ გადავალ. ეს ფაქტია.

ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ "დილასგან" მივიღე შეთავაზება და ეს ვარიანტი აქტუალურია. დაველოდოთ მაისის ბოლოს", - გვითხრა ილურიძემ, ვისაც აქამდე "ანჟიში", "დილაში", "ჰაიდუკში", "ერმისსა" და "ზესტაფონში" უთამაშია.

2012/13 წლების სეზონში ის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო "დილას"
წარმატებულ ევროოდისეაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მსაჯებს უფხილდეთ მთავარია ეხლაა,არ ჩაგვწვან,უფალი გფარავდეთ...
temo
11:08 06-05-2015
0
ამ ფორმაციის დ ი ლ ა ს ერთი თავდასხმელი - გოლიადორი აუცილებლად სჭირდებოდა და კარგია,რომ გუნდის ხელმძღვანელობამ არჩევანი ილურეძეზე შეაჩერა,ის გუნდისათვის უცხო არ არის გუნდს ადვილად გაუშინაურდება.გაგიმარჯოთ ბიჭებო,ცოტაც და ერთად უნდა ვიხეიმოთ დიდი სიხარული - ჩემპიონობა.გივი გაგნიძე
გორელი გორელი
09:02 06-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული