ოთარ მარცვალაძემ გორის "დილადან" შეთავაზება მიიღო

AutoSharing Option
რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "ტოსნოდან" ახლახან წამოსულმა ოთარ მარცვალაძემ, დიდი შანსია, კარიერა გორის ”დილაში” გააგრძელოს.

უგუნდოდ მყოფი 30 წლის თავდამსხმელი ამჟამად საქართველოშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ”დილასგან” შეთავაზების შესახებ კი მან გაზეთ ”ლელოსთან” ინტერვიუში დაადასტურა:

"ამ დროისთვის ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მას შემდეგ, რაც "ტოსნოდან" წამოვედი, წამითაც არ გავჩერებულვარ. სათამაშო პრაქტიკა და გუნდში ყოფნა სულ სხვაა, მაგრამ ვფიქრობ, მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

გორის "დილადან" არის შემოთავაზება და მეც დიდი იმედით ვუყურებ ამ ახალ გამოწვევას. ვივარჯიშებ გუნდთან ერთად, ოპტიმალურ ფორმას დავიბრუნებ და მერე თამაშიც
მომიწევს.

ბოლო დრომდე არ მქონდა ნანახი "დილას" თამაში. ვნახე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გუნდი შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს", - განაცხადა მარცვალაძემ ინტერვიუში.

მარცვალაძეს აქამდე უთამაშია "ვიტ ჯორჯიაში", კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", "ანჟიში", "ვოლგაში", "კრასნოდარში", "სკა ენერგიაში", "ალანიაში", თბილისის "დინამოსა" და "ტოსნოში". საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კი მას 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ გორის დილა.ილურიძის შემდეგ მარცვალაძეს გაუკეთეს წინადადება.ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა ,ამ ფეხბურთელებით გუნდი სერიოზულად გაძლიერდება და ევრო ტურნირზე ქვეყანას ასახელებენ.თითებზე ვითვლი დღეებს,ველოდები თქვენს დიდ გამარჯვებას ბიჭებო,გივი გაგნიძე
გორელი გორელი
08:30 08-05-2015
0
მარცვალაძე დილას აშკარად გააძლიერებს და წაადგება ევროტურნირებზე.
georgiano
20:16 07-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული