გია გეგუჩაძე თბილისის "დინამოში"?

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ უარყო ქართულ საფეხბურთო წრეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ახლო მომავალში, შესაძლოა, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი, თბილისის "დინამო" ჩაიბაროს.

ლაპარაკია იმაზე, რომ 49 წლის სპეციალისტი, რომელიც "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ უმუშევარია, "დინამოს" მომავალი სეზონიდან უთავკაცებს.

თბილისურმა კლუბმა, ფაქტობრივად, დათმო ჩემპიონის ტიტული, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა გოგიჩაიშვილის გათავისუფლების მიზეზი შეიძლება გახდეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს საკითხიც თითქმის გადაწყვეტილია.

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მოლაპარაკება არავისთან მქონია", - გვითხრა 49 წლის სპეციალისტმა, როცა ამ თემასთან დაკავშირებით შევეხმიანეთ.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს,
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და სწორედ - გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გეგუჩაძე უშველის ქართულ ფეხბურთს?ვაი თქვენს პატრონს!
batonchik
07:47 14-05-2015
0
ესე არაფერი გამხარებია! საღოლ!!!!!
თბილისი
11:46 12-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული