ჩიხურა-გურია 2:1 - ანგარიშმა არ შეგაცდინოთ!

AutoSharing Option
...დიახ, ანგარიშმა არავინ შეაცდინოს - მართლაც "ცალკარას" ჰგავდა თამაში და თუ მეტი გოლი არ გავიდა, ეს არაკანონზომიერებაა და სასწაულს, ხშირ შემთხვევაში კი, საჩხერელთა უპასუხისმგებლობას უნდა მიეწეროს.

გურულების შესაძლებლობები რომ ვიცით, რაც არაერთხელ გამოავლინეს მიმდინარე ჩემპიონატში, უსიამოვნოდ გასაკვირი იყო მათი უსუსურობა. კი ბატონო, ქულების დაკარგვით, საჩხერლებისამებრ, ბევრი არაფერი აკლდებოდათ და არც გადაუღებელი წვიმებისგან დამძიმებულ გრუნტზე კოტრიალია სასიამოვნო, მაგრამ თავმოყვარეობის ფაქტორიც ხომ ანგარიშგასაწევია?!.

მეორე წუთიდანვე დაიწყო ლანჩხუთელთა კარის ბომბარდირება, როცა კაშიას ზუსტი პასის შემდეგ დობროვოლსკიმ ხარიხა შეაზანზარა, უკუგდებული ბურთი კი პირდაპირ მეკარეს
"დაუმიზნა" სარდალიშვილმა.

მე-3 წუთზე გოლი ჯერ კორიფაძეს, მერე დეკანოიძეს უნდა გაეტანათ, მეკარე თებიძისთვის რომ აეცილებინათ ბურთი.

მე-9 წუთზე კუჭუხიძემ ასპროცენტიანი შანსი მისცა კორიფაძეს - პირისპირ გაიყვანა მეკარესთან, მაგრამ მან დროულად დარტყმას თებიძის მოტყუების ამაო მცდელობა ამჯობინა;

მე-10 წუთზე იმავე თებიძემ დაასწრო წამით დეკანოიძეს და მუშტებით მოიგერია ბურთი;

მე-19 წუთზე კორიფაძემ შეატოვა პირისპირ გოლკიპერს სარდალიშვილი, რომელმაც ბურთს ფეხი ააცილა;

27-ე წუთზე სარდალიშვილმა ისევ ვერ გამოიყენა კარის დალაშქვრის კიდევ უფრო უკეთესი მომენტი.

ნავსი 32-ე წუთზე გატყდა, როცა დეკანოიძის პასით შეუჩერებლად გაგზავნა ბურთი კარში კუჭუხიძემ; 34-ე წუთზე ჭეიშვილის მიერ ღონღაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა ოდიკაძემ, ხოლო მე-40 წუთზე ზედიზედ ააცილეს ცარიელ კარს ოდიკაძემ და კუჭუხიძემ.

"გურიის" ბომბარდირება მეორე ტაიმშიც გაგრძელდა: ჯერ ბაჯელიძის თავური სცდება კარს, მერე მეკარესთან პირისპირ გასული დობროვოლსკი "უმიზნებს" პირდაპირ კარის დარაჯს;

ერთწუთიან ინტერვალში დეკანოიძემ და სარდალიშვილმა შეირცხვინეს თავი, მერე - კორიფაძემ, სარდალიშვილმა და ორჯერ ისევ დეკანოიძემ.

67-ე წუთზე გოგიაშვილმა მოედანზე ახალშესული მუმლაძე წააქცია საჯარიმოში. პენალტის დამრტყმელ ოდიკაძეს ამჯერად სიზუსტემ უმტყუნა;

69-ე წუთზე დეკანოიძე კვლავ ვერ ასრულებს ვალდებულებას - ცარიელ კარში ვერ გააქვს გოლი; 70-ე წუთზე კი მის საქციელს იმეორებენ ოდიკაძე და მუმლაძე, ხოლო 91-ე წუთზე ტრაიანოვსკიმ "შეაწუხა" ხარიხა.

გურულები? მთელ შეხვედრაში მათი მხოლოდ სამი მცდელობიდან ორჯერ ქვილითაიამ აჯობა კოშკაძეს, ერთხელაც (90-ე წუთზე) საჩხერელმა მცველებმა "ჩათვლიმეს", როცა ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა გოგიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. ივანწმინდა
ჩიხურა-გურია 2:1
გოლები: 1:0 კუჭუხიძე (32. დეკანოიძის პასით), 2:0 ოდიკაძე (35-პენ), 2:1 გოგიაშვილი (90)
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, კუჭუხიძე, დეკანოიძე (82. ტრაიანოვსკი), კორიფაძე, სარდალიშვილი (66. მუმლაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია (26. ოდიკაძე).
სათადარიგოები: ზარქუა, ჭელიძე, განუგრავა, კაკაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გურია: თებიძე, ჭეიშვილი, გოგიაშვილი, კილაძე, ბენაშვილი, ზოზულია, კოშკაძე, შალამბერიძე, ინგოროყვა (46. ღაღანიძე), მოსიაშვილი (54. შეველი), ისიანი (90. მაისაშვილი).
სათადარიგოები: გოგუაძე, წილოსანი, კონოფალოვი, რეხვიაშვილი.
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გაფრთხილება: კილაძე (16), გოგიაშვილი (67), მუმლაძე (82)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ორი ტური
XXIX ტური

17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი

XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეკითხა მერე ვინმესთვის რა ჭირთ ???იქნებ თამაშის დღეს ჩავიდნენ თამაშზე
devidball
13:53 14-05-2015
0
გოლი ზოზულიამ გაიტანა,ზურგით იჯექი?
devidball
13:55 14-05-2015
0

სიახლეები პოპულარული