გუნდური ჩხუბი და ვირის ყროყინი საქართველოს პირველ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
19 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის B ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

მუხრანში "გაგრამ" ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა, თუმცა ეს თამაში გუნდი-გუნდზე ჩხუბის გამო ჩაიშალა.

ჩხუბი 38-ე წუთზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ხობელთა 39 წლის ვეტერანი მცველი როინ ონიანი, ვინც 2011 წელს ჩაწყობილი თამაშების საქმეზე იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ შეიწყალეს.

ამ გუნდების საქციელზე ფედერაციის სტკ იმსჯელებს. "გაგრა" 50 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი" 46 ქულით მერვეა 10-გუნდიან ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა საქმეა, რა ვითარებაში იმართება საქართველოს პირველობების მატჩები. მთელი მატჩის განმავლობაში
გამუდმებით ისმის ბაყაყების ყიყინი, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში მთელი ხმით ისმის ვირის გამაყრუებელი ყროყინი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე კი არ ვყროყინებდი ჟურნალისტო, არამედ ქართული ფეხბურთის ჰიმნს ვმღეროდი! და საკმაოდ კარგადაც! და საერთოდ, რომ არა ჩემი და ბაყაყების ხმა თქვენ პირველი ლიგის თამაშებს საერთოდ არ გააშუქებდით. ასე რომ მადლობა გადამიხადეთ! ვააა, რა ხალხი ხართ ეს ჟურნალისტები ტოო?!
ვირი
08:37 21-05-2015
0
რა იყო გამაზეს 38 წუთზე ჩხუბს მოვაწყობთო? :)))))) ვაი თქვენს პატრონს ...
ივანე
08:52 21-05-2015
0

სიახლეები პოპულარული