საქართველოს XXVI ჩემპიონატის სამივე პრიზიორი ცნობილია. როგორც უკვე იცით გორის "დილა" ჩემპიონი ნაადრევად გახდა, ბოლო ტური მეორე და მესამე ადგილოსნების ბედს წყვეტდა.
ბათუმის "დინამომ" სტუმრად ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო" კი მესამე ადგილს დასჯერდა. დინამოელებმა შინ საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში გია გეგუჩაძის დებიუტი შედგა, რომელიც კლუბში 10-წლიანი პაუზის
ბოლო ტურმა მედალოსნების გარდა უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი და გადათამაშებაში მონაწილე გუნდების ვინაობაც გაარკვია.
"ზესტაფონთან" ერთად კი უმაღლეს ლიგას "ვიტ ჯორჯია" ტოვებს, ხოლო რუსთავის "მეტალურგი" უმაღლესში დარჩენის უფლების მოპოვებას პირველი ლიგის წარმომადგენელთან შეეცდება.
უმაღლესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი კი გორის "დილას" ფორვარდი ირაკლი მოდებაძე გახდა, რომლის ანგარიშზე 16 გატანილი გოლია, მეორე პოზიციაზე თბილისის "დინამოს" ნახევარცმევლი გიორგი პაპუნაშვილია 14 გოლით, ხოლო სამეულს "ცხინვალის" თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ასრულებს, რომელმაც 12 გოლის გატანა შეძლო.
უმაღლესი ლიგა. XXX ტური. 22 მაისი
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ვიტ ჯორჯია 3:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 ირაკლი მოდებაძე (32, 79), 3:0 გიორგი ერისთავი (86)
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
კოლხეთი-ცხინვალი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ნიკა კაჭარავა (28. პენ.), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (86)
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-მერანი 4:2 (1:0)
გოლები: 1:0 ალექსანდრა გურული (30), 2:0 გიორგი გაბედავა (48), 2:1 გოგა ფიფია (73), 2:2 აკაკი წყაროზია (75) 3:2 ლეონარდო რამოსი (82), 4:2 ალექსანდრე იაშვილი (86)
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი (12), 2:0 ლაშა თოთაძე (19), ვახტანგ ჭანტურიშვილი (35)
თბილისი. "მიხეილ მესხი"
სიონი-გურია 3:2 (3:0)
გოლები: 1:0, 3:0 დათა სიჭინავა (10, 34), 2:0 გიორგი ჭანკოტაძე (27), 3:1, 3:2 თორნიკე მოსიაშვილი (72, 83)
რუსთავი. "ფოლადი"
მეტალურგი-ტორპედო 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 რევაზ ბარბაძე (42), 1:1 ოთარ კვერნაძე (80)
ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-დინამო (ბთ) 1:3 (1:1)
გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (26), 1:1 გიორგი ჩელებაძე (44), 1:2 გიორგი ბერიაშვილი (55), 1:3 ბორის მახარაძე (63. პენ.)