რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა - ნიკა საბანაძემ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" სეზონი დაასრულა და ფეხბურთელები შვებულებაში გაუშვა. ცხადია, გუნდში საკადრო სიახლეები იქნება.

ერთ-ერთი უკვე ცნობილია - გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ. არადა, "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა.

თავად ფეხბურთელი განმარტავს: "დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ კონტრაქტს ვეღარ გავაგრძელებთ. მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, გამიხარდა - თავისუფალი აგენტი გავხდი და დარწმუნებული ვარ, გუნდს მალე მოვძებნი.

წინადადებები მანამდეც მქონდა და არჩევანი ახლაც მაქვს. მიუხედავად ტრავმისა, ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული", - გვითხრა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" გარდა, საბანაძეს
"ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, კახა ცხადაძემ კი მალტა-გერმანიამდე გაფართოებულ სიაში დაასახელა, მაგრამ სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ქუთაისელთა კიდევ ერთი თავდამსხმელით, ოთარ კვერნაძით, თბილისის "დინამო" დაინტერესდა. თუმცა, ამ მხრივ, ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასაზუსტებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს არასდროს მიმაჩნდა ტორპედოს სასიკეტო ფეხბურტელად და აი შედეგიც-----------გამიხარდა რომ ტორპედოში არ ვიქვებოი.
gela
15:05 26-05-2015
0
არ ყავს ამ ჩვენ ქალაქში ფეხბურთს და კალათბურთს პატრონი თორე ან ერთს და ან მეორეს ბავშვთა აკადემია არუნდა ქონდეს ან ესეთი სტადიონი შეეფერება ქუთაისს ფედერაციები დაუშვათ უვარგისია შენ შენ ქალაქს არუნდა მიხედო თუ ფული არაა ქუთაისში.
qutaiseli
14:14 26-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული