"ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე გადამწყვეტი შეხვედრის წინ ამბობს:
"ბორჯომელებთან ძალიან დრამატული თამაში გვქონდა. მეგონა, მეორე ტაიმში მეტოქე დაიღლებოდა, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ასეთ დროს კი აუცილებლად ამოქმედდება ხოლმე დაუწერელი კანონი და ასეც მოხდა - დავისაჯეთ, მეტოქის გამოცდილებამაც თავისი გაიტანა და შესაძლებელიც იყო, ამ ყველაფერს ჩვენთვის
საბედნიეროდ, მატჩი მაინც საჩვენოდ დასრულდა და ახლა გადამწყვეტი პლეი ოფი გვიწევს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რათა "მეტალურგთან" შეხვედრას სრულფასოვნად მომზადებულები შევხვდეთ.
იმედია, სტანდარტულ სიტუაციებში გამოვლენილ ხარვეზებს გამოვასწორებთ და უმაღლესი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ".
"ბორჯომთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი გიორგი კიკნაძე-უმცროსიც სტანდარტულ სიტუაციებზე ამახვილებს ყურადღებას:
"რუსთავის "მეტალურგი" უმაღლესი ლიგის გუნდია და მასთან იოლი თამაში არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ რუსთაველები "ბორჯომზე" მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
წესით, "ბორჯომთანაც" საქმე პირველივე ტაიმში უნდა მოგვეთავებინა, მაგრამ დავიღალეთ და ამიტომაც მივიდა თამაში პენალტების სერიამდე. ისიც გამოჩნდა, რომ "სტანდარტულები" ჩვენი სუსტი წერტილია. "მეტალურგთან" მატჩამდე ამ ხარვეზზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს კიკნაძე.
"ლოკომოტივის" 21 წლის მეკარე ბაჩო მიქავამ ბორჯომელებთან პენალტების სერიაში ორი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს "მეტალურგთან" გადამწყვეტი მატჩისთვის მწვანე შუქი აუნთო:
"ძალიან ძლიერი განცდაა, როცა გამოცდილი მოთამაშეების გუნდს უგებ. უმაღლეს ლიგამდე ერთი ნაბიჯია და დიდი სიხარული იქნება, თუ გამოუცდელი ბიჭები ელიტაში გადავალთ. იმედია, "მეტალურგსაც" მოვუგებთ და გულშემატკივარს გავახარებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"