ბექა ცენტრალური მცველია. ქობულეთის "შუქურასთან" ბოლო ტურში მან კარიერის პირველი გოლი გაიტანა.
"სეზონში ერთადერთი გოლი გავიტანე და მიხარია, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვან შეხვედრაში შევძელი. მართალია, ვერცხლის მედლის მოპოვებას ჩემპიონობა სჯობდა, მაგრამ რა გაეწყობა...
რა დასამალია და, სეზონის ბოლოს გადაღლამაც იმოქმედა და ფსიქოლოგიურადაც გაგვიჭირდა. ძნელი იყო, პირველი ლიგიდან უმაღლესში
ბათუმელთა კაპიტანი იმედოვნებს, რომ გუნდი გაძლიერდება:
"წლეულს შინ არც გვითამაშია, სამ შეხვედრაში კი ქობულეთშიც უმაყურებლოდ ვიყავით. ეს ნებისმიერ გუნდს შეუქმნიდა პრობლემას.
ჩვენი წარმატება უფრო მეტად იმიტომაც მახარებს, რომ ამდენი დაბრკოლების შემდეგ, მაინც კარგი შედეგი ვაჩვენეთ. მაგრამ საკუთარ მოედანზე რომ გვეთამაშა, ჩემი აზრით, ჩემპიონებიც გავხდებოდით.
რამდენიმე მოთამაშის დამატება მაინც გვჭირდება, კონკურენცია რომ გაიზარდოს და გუნდი ევროპალიგაზე ღირსეულად გამოვიდეს.
მალე სტადიონსა და ბაზას აგვიშენებენ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაშიც უფრო თამამად ჩავერთვებდით".
საინტერესოა გუნდის მწვრთნელის ასლან ბალაძის აზრი სამომავალო გაძლიერებასთან დაკავშირებით:
"ეს საკითხი საკამათოც არ არის - ბათუმის "დინამო" ევროპალიგაზე გაცილებით ძლიერი შემადგენლობით უნდა გავიდეს.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ჩვენი საკადრო პოლიტიკა აწყობილი იქნება იმაზე, რომ რადიკალური ცვლილებები არ მოხდეს და ამით შეთამაშებული გუნდი არ დაზიანდეს.
ვფიქრობთ, ისეთი მოთამაშეები მოვიყვანოთ, რომლებიც გუნდს მოერგებიან. ასე ვთქვათ, "წერტილოვანი" შევსება გვექნება. სასურველ მოთამაშეებს მალე დაველაპარაკებით, რადგან ფეხბურთელები ევროპაზე გასულ ყველა გუნდს დასჭირდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"