გიორგი დარასელიამ "ტორპედო" გაცხრილა - გუნდი 8 ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
სეზონი დამთავრდა თუ არა, სხვადასხვა მიზეზით ქუთაისის "ტორპედო" 8 ფეხბურთელმა დატოვა.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, რამაზ ჩხიკვაძის თქმით, ახალ გუნდებს მოძებნიან მცველები - თენგიზ ჩიკვილაძე, რომეო კანკია და გივი იოსელიანი, ნახევარმცველები - ლაშა ქებაძე და ნიკა კვასხვაძე, აგრეთვე, თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, ნიკა საბანაძე და ვახტანგ კვარაცხელია.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ ჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვიტა: ახალი კონტრაქტები გაუფორმეს გურამ ადამაძესა და გიორგი ქიმაძეს.

ადამაძემ კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლის 1-ელ ივნისამდე გაახანგრძლივა. 26 წლის
ცენტრალური მცველი მშობლიური ქალაქის გუნდში 2015 წლის დასაწყისში დაბრუნდა, რის შემდეგაც ჩემპიონატის 14 მატჩში მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო. "ტორპედოში" დარასელიას მისვლის შემდეგ ადამაძე ქუთაისელთა საკვანძო მოთამაშე და კაპიტანიც გახდა.

ასევე ერთი წლით გააგრძელა კონტრაქტი მარცხენა მცველმა ქიმაძემ. მან ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი საჩხერის "ჩიხურასთან" ერთად გაიარა და "ტორპედოში" მოულოდნელად, თებერვალში, სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვის დღეს გადავიდა.

22 წლის მცველი მალე გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა - შეტევებში კარგი ჩართვით, ტექნიკური და აზრიანი თამაშით გულშემატკივართა სიყვარული დაიმსახურა. ქიმაძემ "ტორპედოს" მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლითაც გამოიჩინა თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგ მწვრთნელმა იცის, შენ შედეგზე გაამახვილე ყურადღება...
პასუხი კლიმენტის
15:46 29-05-2015
0
თუ ესე გააგრძელეს კარგ გუნდს გააკეთებს ტორპედო! წარმატებები!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული