"დილა": პლუს რევიშვილი, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, ილურიძე, მარცვალაძე...

AutoSharing Option
გორის "დილას" გაჩემპიონებისთანავე ცნობილი გახდა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის გაძლიერებას გეგმავდა.

მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს ლაპარაკი ლაპარაკადვე რჩებოდა. გაურკვეველი იყო კლუბის დაფინანსების საკითხი და ისიც, თუ რა სახსრებით მოახერხებდნენ ახალი მოთამაშეების დამატებას...

მაგრამ რაზეც ლაპარაკობდნენ, "ლელოს" უკვე დაუდასტურეს: გორის "დილას" წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ევროთასებზე კლუბის სახელით რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს - ნუკრი რევიშვილი, გიორგი ილურიძე და ოთარ მარცვალაძე.

ესენი რომ "დილას" ფორმას მოირგებდნენ, ადრევე იყო ცნობილი და "ლელოც" წერდა, მაგრამ... მოულოდნელი ტრანსფერებიც განხორციელდა. ბევრს არ სჯეროდა, რომ
მათ გზას დაადგებოდნენ საქართველოს ნაკრების მცველები - რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოს" წევრი გიორგი ნავალოვსკი და ბაქოს "ინტერიდან" წამოსული ალეკო ამისულაშვილი.

მათ უცხოური შეთავაზებები კიდევ ჰქონდათ (ისევე, როგორც რევიშვილს), მაგრამ გორში თამაშზე ისინი "დილას" მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა დაითანხმა.

ჯუღელი კლუბს ადრეც დაეხმარა სოლიდური ტრანსფერებით და ახლაც სურს, რომ "დილა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე მაინც მიიყვანოს, რაც გორულ კლუბს ევროპალიგაზე გადასვლის უფლებას მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გულიანად იტამაშედ... მიაწეკიდ ბოლომდე...წარმატებები
sandro
10:57 02-06-2015
0
მაგრად მჯერა ამ ბიჭების და ვიცი ბევრს შესძლებენ... აბა ბრაზილიელი შემტევებიც თუ გამოვიდა ვაფშე დავიხატებით :) დილა წინ შეუბერეთ ბოლომდე :)
leo-dzia
19:46 01-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული