"სამტრედიას" გია ცეცაძე ჩაიბარებს? კლუბში ჯერ შოკიდან გამოსვლაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროპალიგის საგზურის გარეშე დარჩა. იმერული გუნდი ჩემპიონატში მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა, საქართველოს თასის ფინალში კი თბილისის "დინამოსთან" 0:5 დამარცხდა...

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი უმაღლეს ლიგას შარშან დაუბრუნდა, ეს შედეგი ამბიციური სამტრედიელი გულშემატკივრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის, ზაზა ზამთარაძის გარეშე დარჩა.

შემდეგ ითქვა, რომ სამწვრთნელო შტაბის გარდა, "სამტრედია" რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმაც დატოვა - ალექსანდრე იაშვილი თბილისის "დინამოში" გადადის და გუნდს სხვა ვეტერანებიც დატოვებენო...

ამ ფონზე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "სამტრედიაში" მუშაობა შესთავაზეს გია ცეცაძეს,
რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტია, სახელი კი გორის "დილაში" მუშაობით მოიპოვა - პლეი ოფში სწორედ "სამტრედიასთან" მოგებით დააბრუნა გუნდი უმაღლეს ლიგაში...

ერთი ხანობა, ცეცაძე გორის "დილაში" მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის ასისტენტად დაბრუნდა, როცა ევროპალიგის პლეი ოფიდან გუნდი პორტუგალიურმა "მარიტიმუმ" გამოაგდო. მაგრამ ყველაზე მეტად გულშემატკივარმა და სპეციალისტებმა მას შემდეგ დააფასეს, რაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა და ელიტრაუნდიდან (სადაც ჩვენი მეტოქეები ბელგია, ინგლისი და შოტლანდია იყვნენ) ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

მერე ცეცაძემ მცირე ხნით თბილისის "ლოკომოტივში" იმუშავა. სხვათა შორის, აპრილში მას ლანჩხუთის "გურიის" გაწვრთნაც შესთავაზეს, მაგრამ, საბოლოოდ, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდა.

ჯერჯერობით, სამტრედიელები ცვლილებებზე ლაპარაკს ერიდებიან. ამასობაში კი ცეცაძე გუშინ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიულ ქალაქ ლინცში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც კახა ცხადაძის გუნდი 9 ივნისს უკრაინას ამხანაგურად შეხვდება, ხოლო 13 ივნისს პოლონეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაუპირისპირდება. ასე რომ, მინიმუმ 10 დღე, სანამ სანაკრებო ბატალიები არ დასრულდება, ცეცაძისა და "სამტრედიის" მომავალი თანამშრომლობის საკითხი ღიად დარჩება.

"სამტრედიის" პრეზიდენტი გია ომანაძე ამბობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი: "კლუბი ჯერ არც ზაზა ზამთარაძეს დაუტოვებია და აქედან გამომდინარე, არც ცეცაძე დაგვინიშნავს".

ომანაძეს კომენტარი "სამტრედიიდან" მოთამაშეების მასობრივად დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ცნობაზეც ვთხოვეთ:

"რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი მართლაც დაუსრულდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად დაგვტოვებენ. ვინ დარჩება და ვინ წავა, ამაზე დავილაპარაკებთ. ჯერჯერობით კი გუნდი შვებულებაშია და ვცდილობთ, შოკიდან გამოვიდეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედიელთა ფან-კლუბის ინფორმაციით ცეცაძე სამტრედიის მწვრთნელია.
giorgi
14:54 04-06-2015
0
ცეცაძე სამტრედიას მრწთვნელია
გიო
14:58 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული