უჩა სოსიაშვილი: ხომ გახსოვთ, "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა?!

AutoSharing Option
ალეკო ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე, დავით კვირკველია და კახა ალადაშვილი - ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც, შესაძლოა, მალე გორის "დილაში" აღმოჩნდნენ.

"დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორ დასრულდა ეს შეხვედრა? ამ და სხვა საკითხებზე "დილას" თავკაცმა თავად გვიამბო:

"ქალაქის ხელმძღვანელობა ყველანაირადაა მოწადინებული, რომ "დილამ" ევროთასებზე წარმატებით ითამაშოს. მათგან ძალიან დიდ მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ვგრძნობთ, რაც გასახარია.

5 ივნისს, საღამოს, ოფიციალურად გვეცოდინება, როგორი იქნება ჩვენი კლუბის ბიუჯეტი. 6 ივნისს კი გავაკეთებთ განცხადებას ჟურნალისტებისთვის...

რაც
შეეხება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთვის სასურველ და არასასურველ მეტოქეებს, არა მგონია, გუნდების ამგვარი დაყოფა მთლად გამართლებული იყოს. ხომ გახსოვთ, სხვადასხვა დროს "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა - "ოლბორგი", "ჰაიდუკი", "ანორთოსისი"...

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მზადყოფნაშია გუნდი კონკრეტული შეხვედრისთვის.

ჩვენი გეგმების თაობაზე უფრო ზუსტად 6 ივნისიდან შეგვეძლება საუბარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
იმედია კვირკველიას არ დაიმატებთ,,,მაგას მერე დინამო მწვანე დოლარს დაანახვებს და გაიქცევა ისევ..თანაც შორსაა ოპტიმალური ფორმასთან....არა კვირკველიას....
gori
14:59 04-06-2015
0
იმედია იმ ფეხბურთელებსაც სათანადოდ დაუფასებთ შრომასა და ამაგს,რომლებმაც გუნდს ეს გამარჯვება მოუტანეს!!!!
Mzia
14:10 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული