უჩა სოსიაშვილი: ხომ გახსოვთ, "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა?!

AutoSharing Option
ალეკო ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე, დავით კვირკველია და კახა ალადაშვილი - ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც, შესაძლოა, მალე გორის "დილაში" აღმოჩნდნენ.

"დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ქალაქის ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორ დასრულდა ეს შეხვედრა? ამ და სხვა საკითხებზე "დილას" თავკაცმა თავად გვიამბო:

"ქალაქის ხელმძღვანელობა ყველანაირადაა მოწადინებული, რომ "დილამ" ევროთასებზე წარმატებით ითამაშოს. მათგან ძალიან დიდ მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ვგრძნობთ, რაც გასახარია.

5 ივნისს, საღამოს, ოფიციალურად გვეცოდინება, როგორი იქნება ჩვენი კლუბის ბიუჯეტი. 6 ივნისს კი გავაკეთებთ განცხადებას ჟურნალისტებისთვის...

რაც
შეეხება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთვის სასურველ და არასასურველ მეტოქეებს, არა მგონია, გუნდების ამგვარი დაყოფა მთლად გამართლებული იყოს. ხომ გახსოვთ, სხვადასხვა დროს "დილამ" ევროთასებიდან რა გუნდები გამოთიშა - "ოლბორგი", "ჰაიდუკი", "ანორთოსისი"...

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მზადყოფნაშია გუნდი კონკრეტული შეხვედრისთვის.

ჩვენი გეგმების თაობაზე უფრო ზუსტად 6 ივნისიდან შეგვეძლება საუბარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგია პენისიონერები ტოვებენ სამტრედიას,იაშვილი დინამოში.კვირკველია გორში.ხიზანიშვილს და ბოლქვაძესაც მოუნახეთ რაიმე შესაფერისი პანსიონი და ჩვენც დავისვენებთ და ისინიც.
Paata
15:01 03-06-2015
0
იმედია იმ ფეხბურთელებსაც დაუფასებთ შრომასა და ამაგს,რომლებმაც გუნდს ჩემპიონობა მოუტანეს!!!!
მზია
14:07 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული