თბილისის "დინამოში" სამი ფეხბურთელი ჩაირიცხა

AutoSharing Option
ფოტოზე: მარცხნიდან გურული, ბეგაშვილი, ტვილდიანი
თბილისის "დინამოში" სამი ახალწვეულია. ამიერიდან საქართველოს რეკორდსმენის რიგებში იასპარეზებენ 24 წლის გიორგი ბეგაშვილი, 26 წლის გიორგი გურული და 22 წლის არჩილ ტვილდიანი.

გიორგი ბეგაშვილი ამპლუით მეკარეა. მისი ბოლო კლუბი მარტვილის "მერანი" გახლდათ. მანამდე გიორგის საჩხერის "ჩიხურაში", "გაგრასა" და "სამტრედიაში" უასპარეზია.

მცველი გიორგი გურული "დინამომ" ქობულეთის "შუქურადან" დაიმატა. მანამდე კი გურული ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" ასპარეზობდა.

არჩილ ტვილდიანი კი "დინამოს" ორწლიანი განშორების შემდეგ
დაუბრუნდა. ამ პერიოდში მცველი ბოლნისის "სიონში", რუსთავის "მეტალურგსა" და ქობულეთის "შუქურაში" გამოდიოდა.

წყარო და ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
აეხლა დაერხათ ბარსას და ბავარიას!!!!!
davidbe
09:40 04-06-2015
0
ვააააააჰ,ჩემი კაი,ნიკალაიიიი,საგიჯეთიააააა
davidbe
17:55 03-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული