თბილისის "დინამოში" სამი ახალწვეულია. ამიერიდან საქართველოს რეკორდსმენის რიგებში იასპარეზებენ 24 წლის გიორგი ბეგაშვილი, 26 წლის გიორგი გურული და 22 წლის არჩილ ტვილდიანი.
გიორგი ბეგაშვილი ამპლუით მეკარეა. მისი ბოლო კლუბი მარტვილის "მერანი" გახლდათ. მანამდე გიორგის საჩხერის "ჩიხურაში", "გაგრასა" და "სამტრედიაში" უასპარეზია.
მცველი გიორგი გურული "დინამომ" ქობულეთის "შუქურადან" დაიმატა. მანამდე კი გურული ქუთაისის "ტორპედოსა" და "ზესტაფონში" ასპარეზობდა.
არჩილ ტვილდიანი კი "დინამოს" ორწლიანი განშორების შემდეგ
წყარო და ფოტო: fcdinamo.ge