ქუთაისის "ტორპედო" - აქაც პოლიტიკური ბრძოლა?

AutoSharing Option
ფოტოზე: ამირან ძოწენიძე
ფეხბურთი პოლიტიკის საგანი ქუთაისის "ტორპედოსთან" მიმართებაშიც გახდა. "ნაციონალური მოძრაობა" ამ კლუბში ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდას აპროტესტებს.

ამასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ამირან ძოწენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩემთვის სრულიად გაუგებარია კლუბში 81 ისეთი ადამიანის მუშაობა, რომელთა ფუნქცია გაურკვეველია და რატომ ჰყავს "ტორპედოს" 4 მენეჯერი? გაზრდილია ხელფასებიც. თუ მენეჯერს ადრე 400 ლარი ჰქონდა, ახლა ეს ციფრი 1250 ლარამდე გაიზარდა. ამას გარდა, გუნდში ქალაქის მერის ნათესავიც დაასაქმეს", - ამბობს ძოწენიძე.

მას უპასუხა ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილმა, რომელიც, შეთავსებით, "ტორპედოს"
ხელმძღვანელია:

Sportall.Ge
ფოტოზე: ნოდარ მიქიაშვილი
"კლუბში შტატი მხოლოდ სამი ერთეულით გაიზარდა და ესეც - საჭიროებიდან გამომდინარეობდა. აუცილებლად გვჭირდებოდა შესყიდვების სპეციალისტი.

რაც შეეხება ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატებას, ძველებს იგივე ანაზღაურება შეუნარჩუნდათ, ხოლო კლუბის თვითმმართველობაში გადაცემის შემდგომ მოსულებს მათზე მაღალი ხელფასები მართლაც აქვთ. ეს იმიტომ, რომ ფედერაციიდანაც გარკვეული თანხა დაგვერიცხა და რამდენიმე თვის წინათ პერსონალს ხელფასებად გადავეცით.

რაც შეეხება შოთა მურღულიას მერად არჩევის შემდეგ კლუბში ექიმად დავით მურღულიას მოყვანას და მისთვის ხელფასის მომატებას, ეს ადამიანი კლუბში წლებია მუშაობს და ხელფასი აქამდე არ მომატებია, მაგრამ თუკი ასეა, "ტორპედოს" ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება".

გუნდის გულშემატკივრები კი შიშობენ, პოლიტიკურმა ბრძოლამ "ტორპედოს" არ ავნოს. ამის გამო ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ლიდერმა ირაკლი ჭურაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"ქუთაისის "ტორპედომ" უმძიმესი პერიოდი გადაიტანა და ამ დროს ჩვენ გვერდით ქალაქის ღირსების დასაცავად თუ ვინმე დადგა, ეს შოთა მურღულია და ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი იყვნენ. კლუბმა უმაღლესში ადგილი სწორედ მათი დახმარებით შეინარჩუნა.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამირან ძოწენიძე პოლიტიკურ ჭრილში ხედავს. მისი უადგილო და ცრუ ბრალდებები არის საზიანო ჩვენი კლუბისთვის.

ნათელი რომ გახდეს საზოგადოებისთვის, თუ რას ემსახურება ამ ადამიანის ბრალდებები, მას ტელედებატებში ვიწვევ და თუ ამას არ დათანხმდება და "ტორპედოს" მიმართ მსგავს დამოკიდებულებას კვლავ გააგრძელებს, გადამჭრელი ზომების მიღება მოგვიწევს. არავის მივცემთ უფლებას, ქუთაისს მისი მთავარი სიხარული - "ტორპედო" წაართვან".

აქვე ვიტყვით, რომ სატრანსფერო სეზონი დაიწყო და ქუთაისის "ტორპედო" რამდენიმე საკვანძო მოთამაშეს შეელია: ქუთაისელებმა ირაკლი კლიმიაშვილი და ზაზა ჭელიძე ვერ შეინარჩუნეს. პირველი - რიგის "სკონტოს" დაუბრუნდა, ჭელიძემ კი თბილისის "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
–ქოცების გაკეთებული საქმე ჯერ არ უნახია საქართველოში ვინმეს. ნათესავების დასაქმება იცოცხლე, პრემიებიც და ხელფასებიც...
0
ყველამ ვიცით,მართალია წინა კომენტარის ავტორი.ვინ არის სტალინის ეპოქაში დაბადებული ნომენკლატურის პირმშო დავით ფრუიძე?კარგი გასაგებია რომ ინვესტორი არ ინტერესდება კლუბით მაგრამ მერიის მიერ მიცემულ თანხის აზრიანი "თუნდაც" აზრიანი ხარჯვა ვერ უშველის საქმეს და ნაბიჯ-ნაბიჯ გუნდში ახალი იდეების შემოტანით მართვის და მენეჯმენტის ახალი იდეების დანერგვით საქმე წინ წავა,მაგრამ აი აქ გავცეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას პასუხი..ეს იდეები საიდან უნდა ჰქონდეს სტალინის დროში დაბადებულ ფრუიძეს!
რატი
03:34 06-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული