თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო. 

საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გია გეგუჩაძემ გუნდი პირველად 4 ივნისს შეკრიბა, თუმცა არასრული შემადგენლობით. ოთარ კიტეიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არიან მიწვეულნი. მოგვიანებით შეუერთდებიან გუნდს ლეგიონერებიც.

"დინამოში" პირველად ივარჯიშეს ახალწვეულებმა - გიორგი ბეგაშვილმა, გიორგი გურულმა და არჩილ ტვილდიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული