როგორც იცით, არსებობის ისტორიაში, "ცხინვალი" პირველად იასპარეზებს ევროთასებზე.
კლუბის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და "ცხინვალის" პრეზიდენტი მურთაზ შელია; იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც.
კომიტეტმა განიხილა კლუბის მესვეურთა პროექტი, რომელშიც გაწერილია აუცილებელი თანხები. გადაწყდა, რომ დღეს ამ საკითხს ერთხელაც მიუბრუნდებიან და პროექტის დამტკიცების შემთხვევაში (რასაც კარგი პირი უჩანს), სპორტისა და ახალგაზრდობის
სხვათა შორის, "ცხინვალმა" ახალი სეზონისთვის მზადება 4 ივნისს დაიწყო. მომავალ კვირას კახა კაჭარავას კრებული უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება. "ცხინვალი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში, ავსტრიაში ან სლოვენიაში გაივლის.
ამ დროისთვის გარკვეულია, რომ გუნდი დატოვეს ლაშა შინდაგორიძემ, გიორგი ფანცულაიამ და ლაშა კემუხტაშვილმა. შინდაგორიძე "ტორპედოში" ითამაშებს, ფანცულაია კი - "საბურთალოში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"