ბათუმის "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. რამდენიმე დღეში ძირითადი გუნდის მოთამაშეთა დიდი ნაწილი შოთა ჭეიშვილის განკარგულებაში იქნება.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმელებს ევროპალიგაზე ექსსამტრედიელები - ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი და თავდამსხმელი გიორგი გაბედავა დაეხმარებოდნენ. თუმცა პირველის ამბავი გაურკვეველია და, როგორც გვითხრეს, შესაძლოა, ზღვისპირელთა შორის არც ითამაშოს. გაბედავა კი უკვე ბათუმის "დინამოს" მოთამაშეა და ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა კიდეც.
"ლელო" უკვე წერდა, რომ აჭარელთა კიდევ ერთი ახალწვეული მარტვილის "მერანის" საყრდენი ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა უნდა
გორგიაშვილისა და გაბედავასგან განსხვავებით, "მერანის" აწ უკვე ყოფილ ნახევარმცველს გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს. არადა, ჭეიშვილს გემოვნება არ დაეწუნება და ხალხისთვის უცნობი ტალანტების წამოწევა-დაწინაურება ნამდვილად ეხერხება. ვფიქრობთ, ფონიავა ბათუმის "დინამოსთვის" კარგი შენაძენი უნდა იყოს.
კიდევ ერთი უცნობი მოთამაშე, რომლითაც ჭეიშვილი დაინტერესდა, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ალექსანდრე სარიშვილია. ის 19 წლისაა და სამი წლის განმავლობაში თბილისის "დინამო 2"-ში გამოდიოდა. სარიშვილი რუსთაველთა შორის მეორე წრეში გამოჩნდა, 11 შეხვედრა ჩაატარა და ბათუმელთა მოწონებაც დაიმსახურა.
ამასობაში, ახლოვდება უეფას ევროპის ლიგის 20015/16 წლების სეზონის პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა, რომელიც 22 ივნისს გაიმართება.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" განუთესავებშია. ცნობილი გახდა მისი სავარაუდო მეტოქეები (ანუ განთესილი გუნდები). მათ შორის ბევრი ძლიერი გუნდია, თუმცა სუსტებიც მრავლად არიან:
"ვესტ ჰემი" (ინგლისი), "სლოვანი", "ჟილინა", "სპარტაკი" (ყველა - სლოვაკეთი), "შერიფი", "დაჩია" (ორივე - მოლდოვა), "რუსენბორგი", "სტრიომსგოდსეტი" (ორივე - ნორვეგია), "ელფსბორგი", აიკ (ორივე - შვედეთი), "ჰაიდუკი", "ლოკომოტივი" (ორივე - ხორვატია), "ნეფთჩი", "ინტერი" (ორივე - აზერბაიჯანი), "შლასკი", "იაგელონია" (ორივე - პოლონეთი), "აქტობე" (ყაზახეთი), "იგლზი" (ჰოლანდია), "ცრვენა ზვეზდა", "ვოივოდინა" (ორივე - სერბეთი), "დებრეცენი" (უნგრეთი), "ბრონდბიუ", "რანდერსი" (ორივე - დანია), "შახტიორი", "ტორპედო" (ორივე - ბელორუსი), "ლიტექსი", "ბეროე" (ორივე - ბულგარეთი), "რეიკიავიკი", "ჰაფნარი" (ორივე - ისლანდია), "სენტ ჯონსტონი", "აბერდინი" (ორივე - შოტლანდია), "ჟელეზნიჩარი", "ზრინსკი" (ორივე - ბოსნია), "შემროკ როვერსი", "სენტ პატრიკი" (ორივე - ირლანდია), "დუდელანჟი", "დეფერდანჟი" (ორივე - ლუქსემბურგი), "ვალეტა", "ბირკირკარა" (ორივე - მალტა), "კოპერი", "დომჟალე" (ორივე - სლოვენია), "აპოლონი" (კვიპროსი), "ბოტოშანი" (რუმინეთი), "ლინფილდი" (ჩრდ. ირლანდია), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "ბეითარი" (ისრაელი), "ტორსჰავნი" (ფარერები), "ბუდუჩნოსტი" (ჩერნოგორია), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"