ქუთაისის "ტორპედო": სომხიშვილიც და თომაშვილიც? კირკიტაძე ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ათ ფეხბურთელს შეელია, თუმცა, პარალელურად, ახალწვეულებიც შეითანხმა და გუნდის დაკომპლექტება დაიწყო.

"ტორპედოსთან" კონტრაქტები გააფორმეს - მცველმა დავით ოდიკაძემ, ნახევარმცველებმა - გიორგი კუხიანიძემ და დათა სიჭინავამ, აგრეთვე, თავდამსხმელმა ლაშა შინდაგორიძემ...

არ არის გამორიცხული, "ტორპედო" კიდევ უფრო გაძლიერდეს და გუნდის ფორმა სხვა ცნობილმა მოთამაშეებმაც მოირგონ.

ჯერ არაფერი ისმის თბილისის "დინამოდან" წასული თავდამსხმელის, გიორგი ჩირგაძის თაობაზე. თუმცა, შევიტყვეთ, რომ ქუთაისელთა ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებები დაიწყეს გამოცდილ მეკარე გიორგი სომხიშვილთან და ცენტრალურ მცველ გულვერდ თომაშვილთან.

პირველმა
სეზონი გორის "დილაში" დაასრულა და ოქროს მედალიც ჩამოიკიდა. თომაშვილი კი ბოლოს "სამტრედიაში" ირიცხებოდა, მაგრამ ვერ თამაშობდა. საქმე ისაა, რომ 26 წლის მცველმა სექტემბერში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პროცესს ახლაღა ამთავრებს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე თემურ ქეცბაიამ თომაშვილი რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია...

კვლავ "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს დავით კირკიტაძე, თანაც, მინიმუმ, ერთი წლით. 22 წლის თავდამსხმელი ქუთაისურ გუნდში 2015 წლის დასაწყისში დაბრუნდა. მანამდე ის ისრაელის პირველი ლიგის კლუბ "ირონი ტიბერიასში" გამოდიოდა. კირკიტაძემ ახლახან დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში "ტორპედოს" ყველა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რითიც ჩანს, რომ მწვრთნელის ნდობა გარკვეულწილად გაამართლა.

ის კია, მან მეტოქეთა კარი სულ ორჯერ აიღო, მაგრამ გაცილებით სასარგებლო ფორვარდია, ვიდრე ამ სტატისტიკით ჩანს. კირკიტაძე ფლანგის შემტევია და არა - ცენტრალური თავდამსხმელი, თან სწრაფია და ჩანს, დარასელიასთვის მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო.

სხვათა შორის, კირკიტაძემ გულშემატკივარს თავი რეკორდითაც დაამახსოვრა - ლანჩხუთის "გურიის" კარში გოლი... მე-8(!) წამზე გაიტანა, რაც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სომხიშვილი გამოცდილი მეკარე:))))))))))
თვალები სად გაქვთ?:)
shota
10:48 12-06-2015
0
ინტრიგანო კლიმენტი დაკონკრეტდი თუ შეიძლება ვითომ მენეჯერებზე? ფეხბურთელის ხელფასს რას დაეძებ შენ? ვის რამდენი ექნება ვისი საქმეა? მთავარია გუნდმა მოიგოს თამაშები ! შენი კომენტარები მხოლოდ ტორპედოს სტატიების ქვეშ იკითხება )))
torpedo 20
17:47 11-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული