ქუთაისის "ტორპედო" ჯაბა დვალის დამატებაზე მუშაობს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" კიდევ ერთი ფორვარდის, ჯაბა დვალის დამატებაზე მუშაობს.

კიშინიოვის "დაჩიას" 30 წლის ქართველი მოლდოვაში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან იქ საქმეები ვერ აეწყო და იშვიათად ათამაშებდნენ.

ეგ არის, რომ დვალს ახლანდელ კლუბთან ხელშეკრულება წელიწად-ნახევარში უმთავრდება, საკონტრაქტო თანხა კი აღებული აქვს და უკომპენსაციოდ არ უშვებენ.

"ტორპედო" მოლდოველებისგან ტრანსფერს ვერ გამოისყიდის და, შესაბამისად, "დაჩიასა" და დვალს შორის კონტრაქტი ვერ გაწყდება. მაგრამ არის სხვა გამოსავალი - ბოლო ინფორმაციით, ორი კლუბი იჯარის თაობაზე მართავს მოლაპარაკებას.

დვალი ქუთაისში მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული