კიშინიოვის "დაჩიას" 30 წლის ქართველი მოლდოვაში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან იქ საქმეები ვერ აეწყო და იშვიათად ათამაშებდნენ.
ეგ არის, რომ დვალს ახლანდელ კლუბთან ხელშეკრულება წელიწად-ნახევარში უმთავრდება, საკონტრაქტო თანხა კი აღებული აქვს და უკომპენსაციოდ არ უშვებენ.
"ტორპედო" მოლდოველებისგან ტრანსფერს ვერ გამოისყიდის და, შესაბამისად, "დაჩიასა" და დვალს შორის კონტრაქტი ვერ გაწყდება. მაგრამ არის სხვა გამოსავალი - ბოლო ინფორმაციით, ორი კლუბი იჯარის თაობაზე მართავს მოლაპარაკებას.
დვალი ქუთაისში მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)