პიუნიკი-ცხინვალი 0:1 - გამარჯვება სომხეთის ჩემპიონთან

AutoSharing Option
ერევანში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კახა კაჭარავას გაწვრთნილმა "ცხინვალმა" სომხეთის ჩემპიონ "პიუნიკს" 1:0 მოუგო.

51-ე წუთზე ერთადერთი გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა.

ქართულმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), ცერცვაძე, ბაჩიაშვილი (ჯიშკარიანი), კილასონია (მაისაშვილი), ქარდავა, ცაცკრიალაშვილი (ლობჯანიძე), ლექვთაძე (შულაია), ივანიშვილი, კაჭარავა (ქოჩლაძე).

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ცხინვალის" მეტოქე რუმინულმა "ბოტოშანმა" ამხანაგურ შეხვედრაში რუსული პრემიერლიგის ბინადარ "კრასნოდარს" დააყრევინა ფარ-ხმალი - 2:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუმინელებმა თუ კრასნოდარს 2:0 მოუგეს,სამწუხაროდ ცხინვალს შანსი არ ქონია საერთოდ!
0
ყოჩაღ ცხინვალი, ასე გააგრძელეთ.
დავით
14:22 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული