ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. ხმები იმის შესახებ, რომ აღმასრულებელ დირექტორ დავით ფრუიძეს წყალი ჰქონდა შეყენებული, დადასტურდა. მან კლუბი უკვე დატოვა.

ფრუიძის ნაცვლად, პოსტზე ახალგაზრდა კაცი, ზურაბ ჩაკვეტაძე დაინიშნა, რომელიც ყმაწვილკაცობაში ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" ერთ-ერთი აქტიური წევრი გახლდათ.

სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი ამ თანამდებობაზე დაწინაურებისა, რამაც ქუთაისელი ფანები ძლიერ გაახარა.

კონკრეტულად რა გახდა ფრუიძის გათავისუფლების მიზეზი, უცნობია. თუმცა შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინათ კლუბისა და მის წინააღმდეგ "ავტობუსის სკანდალი" ააგორეს - "ტორპედოს" კუთვნილი ავტობუსით ერთ-ერთი საჯარო სკოლის
ბავშვები ექსკურსიაზე გაემგზავრნენ.


ეს ამბავი უცნობი დარჩებოდა, შემთხვევით "ფეისბუქზე" ფოტო რომ არ ენახათ, რასაც ფანების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგ0რც გაირკვა ავტობუსი მერიას ყავდა განატხოვრებული და არა ფრუიზეს.ეს ისე ცნობისისტვის
giorgi
13:32 25-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული