გია ცეცაძემ "სამტრედია" შეკრებაზე ბაზალეთში წაიყვანა

AutoSharing Option
სამტრედიის გამგეობაში, ამ იმერული ქალაქის გუნდის ახალწვეულთა წარდგენას მრავალი გულშემატკივარი დაესწრო.

"სამტრედიის" პრეზიდენტმა გია ომანაძემ და მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ გუნდში მომხდარ საკადრო რევოლუციაზე ილაპარაკეს და მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნული საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გია ცეცაძე წარადგინეს. მას ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე გია ჭანტურია და ასევე ყველასთვის კარგად ცნობილი ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე დაეხმარებიან.

მეკარე გაბრიელ თებიძე; მცველები - ჯემალ გოგიაშვილი, დავით მთივლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, გიგი იოსელიანი; ნახევარმცველები - დაჩი ცნობილაძე, დავით რაჟამაშვილი, თემურ
მარკოზაშვილი, ავთო ენდელაძე
და თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, ირაკლი სიხარულიძე და ალექსანდრე კვარაცხელია - ეს "სამტრედიის" ახალწვეულები არიან.

ბოლო სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ კახა მეშველიანი, გიორგი დათუნაიშვილი, თამაზ კიკაბიძე, ნიკოლოზ შაფათავა, ლევან შილაკაძე, გიორგი ახალაძე, საბა თვალავაძე და გიორგი ჭეიშვილი.

ამასობაში, "სამტრედიის" ახალი მწვრთნელი გია ცეცაძე საქმეს შეუდგა. 24 ივნისს მან ფეხბურთელები მოსამზადებლად ბაზალეთში წაიყვანა, სადაც საქართველოს თასის ფინალისტი ორ კვირას დაჰყოფს. შემდეგ კი "სამტრედია" მეორე შეკრებას თურქეთში გეგმავს.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცაძემ გუნდის ბირთვი უკვე შეკრიბა, არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოთამაშე გუნდს შეკრებაზე შეუერთდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დუბლებიდან იმედა აშორტია, რატომ არ გადაიყვანეთ გუნდში.
archilichi
17:19 25-06-2015
0
ვით ვერ გაიგეთ, რომშერგელაშვილებმა, მეშველიანებმა, რაჯამაშვილებმა, იოსელიანებმა. კვარაცხელიებმა, ზივზივაძეებმა, მარკოზაშვილებმა და სხვებმა მისთანებმა ფეხბურთისთამაში არ იციან და რას დაათრევთ ყოველ სამ თვეში გუნდიდან გუნდში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული