ოთარ მარცვალაძე "დინამოში"? "დილას" სუპერტრანსფერები, ფაქტობრივად,"ჩაიფუშა"

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდებოდა. ამ თემას "ლელომ" არაერთი წერილი მიუძღვნა.

ჩათვალეს კიდეც, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილაში" ნუკრი რევიშვილის, ოთარ მარცვალაძის, გიორგი ნავალოვსკის, ალეკო ამისულაშვილის დამატება და "ზესტაფონიდან" გიორგი ილურიძის დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავი იყო.

გორელი გულშემატკივრებისთვის პირველი მოულოდნელობა იყო ცნობა რევიშვილის გადაწყვეტილების შესახებ. 28 წლის მეკარემ საქართველოს ჩემპიონ გუნდში თამაშზე უარი თქვა და არც მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "შერიფთან" გააფორმა კონტრაქტი (არადა, ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილი
იყო) - საბოლოოდ, ის რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ სარანსკის "მორდოვიაში" აღმოჩნდა.

გორელთა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი იმედოვნებდა, რომ რევიშვილთან ერთად, გუნდს ამისულაშვილი და ნავალოვსკიც შეუერთდებოდნენ, თუმცა ამ ორის საკითხიც ძლიერ საეჭვო გახდა.

სხვათა შორის, ნავალოვსკი "დილასა" და სომხური "შირაქის" საკონტროლო შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. მან "დილაში" დაანონსებულ ტრანსფერთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა - კონტრაქტი ისევ "ტოსნოსთან" მაკავშირებს და გორში ჩემი ჩამოსვლა საეჭვოაო.

ასევე თქვა ალეკო ამისულაშვილმაც, რომელსაც, "დილას" გარდა, თბილისის "დინამო" და ერთ-ერთი უცხოური კლუბი იწვევენ. არ არის გამორიცხული, ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი ისევ ბაქოს "ინტერში" დაბრუნდეს, რადგან შესაძლო გარიგების ინიციატორი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე გახლავთ.

ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ საბოლოოდ არც მარცვალაძის საკითხია გარკვეული. გამოცდილ ფორვარდსაც თბილისის "დინამო" იწვევს, "დილასთან" კონტრაქტი კი ჯერ არ გაუფორმებია და ფიქრობს, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

ამ ყველაფერში საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - რევიშვილი, ნავალოვსკი, ამისულაშვილი და მარცვალაძე მამუკა ჯუღელის ფეხბურთელებად ითვლებიან. ჯუღელმა კი გორის "დილა" დატოვა და ახალი სეზონიდან ქობულეთის "შუქურას" დაეხმარება.

დიდი ალბათობით, ეს ჩაშლილი თუ არშემდგარი ტრანსფერებიც ამის შედეგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დამშვიდდით, ოთარ მარცვალაძემაც და გიორგი ნავალოვსკიმაც "დილასთან" ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს
ემზარ
21:01 26-06-2015
0
და მაინც ბევრი რამე ჟურნალისტების გაფეტიშებულიც იყო...
რა მაგის პასუხია და ჭანტურია უკვე მათი ანონსების მიხედვით მეორე წელია სერია ა-ს ბრდღვნის...
irakli apkhaidze
14:47 26-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული