მარტვილის "მერანი" 22 წლის უკრაინელ შემტევს დააკვირდება

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილ წევრს, 22 წლის შემტევ ნიკიტა პოლულიახს დააკვირდება. ამ ფეხბურთელზე სატრანსფერო უფლებები ამჟამად დონეცკის "მეტალურგს" ეკუთვნის.

პოლულიახი თავის დროზე იყო უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში. წესით, სავარაუდო ტრანსფერი "მერანს" მნიშვნელოვნად უნდა წაადგეს.

შეგახსენებთ, რომ მარტვილურ კლუბს ახლა კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი ძველებურად ვეღარ დაფინანსდებოდა, ის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.

მომავალ სეზონში გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით მოუწევს ფონს გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ახალი უკრაინელი ნიკიტა, ხომ არ გავს გასულ სეზონში, რომ ჩამოაბრძანა ბ-ნ. ლობასმა. (ლობასი ხომ ფეხბურთის "მეფეა"). იმ ბიჭმა ხომ გააკვირვა ქართული საფეხბურთო სამყარო. თავისი "დისციპლინით". მაქსიმალურად, ცდილობდა, როგორ გართობილიყო მარტვილში ჩამოყვანილი "სტუმარი" გოგონებით.რატომ გააპარეთ გუნდიდან ისე, რომ კომენტარი არ გაგიკეთებიათ. აბა ვნახოთ ნიკიტა რა ბიჭი გამოდგება.
bacho
17:02 26-06-2015
0
მწვრთნელებიდან ვინ დარჩა. ამბობდნენ და იწერებოდნენ ტრანსფერები არაო და ეს ბიჭი საჩუქარია უკრაინის მთავრობის თუ მარტვილშია დაბადებული. დზალიან კარგი იქნება თუ არის ამის პასუხი. ისე გამიხარდება მერანის წარმატება. გული , რომ დამწყდა და იმედი, რომ გაუცრუეთ მარტვილელებს ესა უბედურება. რას ატყუებთ ხალხს, რომელსაც მართლა სეტკივა გულუ მერანზე ისეთს.
gaga
16:12 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული