მარტვილის "მერანიდან" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შალვა ღონღაძეც წავიდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ვლადიმირ ლობასი და შალვა ღონღაძე
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარტვილის "მერანი" ყველაზე მწირბიუჯეტიანი გუნდი იქნება საქართველოს მომავალ ჩემპიონატში. ამის თქმა უკვე დაზუსტებით შეიძლება.

ჩვენი ინფორმაციით, მარტვილელთა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა - გუნდი დატოვა უკრაინელი დამრიგებლის, ვლადიმირ ლობასის პირველმა ასისტენტმა შალვა ღონღაძემ, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მარტვილურ კლუბს.

ამ დროისთვის, ლობასის ხელმძღვანელობით, "მერანში" მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები და სინჯებზე მყოფი რამდენიმე მოთამაშე ვარჯიშობს.

როგორც გავიგეთ, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს პოტენციური ახალწვეული, უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ყოფილი წევრი ნიკიტა პოლულიახი. ამას გარდა,
"მერანში" დღე-დღეზე ელიან "ზესტაფონის" ყოფილ ფორვარდ ზურაბ ღირდალაძეს.

სამწვრთნელო შტაბისთვის თავის მოწონებას ეცდებიან ასევე "გაგრის" ყოფილი ფეხბურთელები - გუგა შეწირული და გივი კიკნაძე. მათ ამხანაგურ მატჩებში მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

1-ლი ივლისიდან "მერანი" ამხანაგურ მატჩებს გამართავს და სწორედ იმ შეხვედრებში გაირკვევა გუნდის ახალწვეულთა ბედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღირდალაძე თუ დაიმატეს უეჭველი ლიგაზე გავლენ, ვაი ...  კაკაურიძე. შეეშვი სისულელეების ჯღაბნას
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული