მირიან გეწაძე: გვქონდა იმედი, რომ "საპოვნელას" სპონსორი ეყოლებოდა, მაგრამ...

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელა" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება კლუბში ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტის დასკვნის შემდეგ მიიღეს.

"თერჯოლის სტადიონზე ვერ ვითამაშებთ, სანამ გარკვეულ მოთხოვნებს არ დავაკმაყოფილებთ. ამის გამო ჩვენს საშინაო შეხვედრებს ქუთაისის სტადიონზე ჩავატარებთ.

ქუთაისის მერიას უკვე შევუთანხმდით. 2 ივლისს "ტორპედოს" ამხანაგურად შევხვდებით და ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ", - ამბობს "საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე.

თერჯოლელთა დამრიგებელი მოსამზადებელ გეგმებსა და არსებულ პრობლემებზე გველაპარაკა:

"თერჯოლაში ვემზადებით, 18 ივლისიდან კი ურეკში გავემგზავრებით, ორი კვირა გავჩერდებით და საკონტროლო შეხვედრებსაც გავმართავთ. სიახლეებზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან
დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს და ცნობილი მოთამაშეების დიდ მოთხოვნებს ვერ დავაკმაყოფილებთ".

გეწაძის თქმით, გუნდში მხოლოდ ორი ახალწვეულია:

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა დავეყრდნოთ ახალგაზრდებს, ვინც გუნდი უმაღლეს ლიგაში გადმოიყვანა. მათ გარდა, ფეხბურთელთა საკმაოდ დიდ ჯგუფს ვაკვირდებოდით და ბევრ მათგანზე გადაწყვეტილებას ქუთაისის "ტორპედოსთან" საკონტროლო მატჩის შემდეგ მივიღებთ.

სიახლე კი მხოლოდ ორია - ფოთის "კოლხეთიდან" გიგა ამბროლაძე დავიმატეთ, ტყიბულის "მეშახტედან" კი - საბა თავაძე.

ამბროლაძე კარგი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, გაგვაძლიერებს. თავაძე კი სინჯებზე იყო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ 22 წლის ბიჭს უკრაინული პასპორტი აქვს, პოზიციით მცველია და 2014 წლამდე უკრაინის პირველი ლიგის კლუბ კომსომოლსკის "ხიმიკი-სპორტში" თამაშობდა. მშრომელი ბიჭია".

"საპოვნელას" მთავარი მწვრთნელი გულდაწყვეტილია, რომ კლუბში სპონსორი არ გამოჩნდა:

"ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს. სამწუხაროდ, თერჯოლას დიდი ბიუჯეტი არ აქვს. გვქონდა იმედი, რომ "საპოვნელას" სპონსორი ეყოლებოდა, იყო დაპირებებიც, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა და საბოლოოდ, სეზონის დაწყებამდე ორი თვით ადრე ისევ გაურკვევლობაა.

სხვა რა გზაა, არსებულ შემადგენლობას უნდა დავეყრდნოთ და ბევრი უნდა ვიშრომოთ. იმედია, მონდომება დაგვიფასდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდით ბიჭებო, თუ ამ შემადგენლობას მაინც შევინარჩუნებთ არავისთვის ვიქნებით ადვილი საკბილო უმაღლესში!
წარმატებებბი მირიან, გმირი ხარ, იცოცხლე!
irakli apkhaidze
18:39 02-07-2015
0
მიდი ფრიდონიჩ არ დანებდე და უკან არ დაიხიო,ღმერთი თქვენსკენ და წარმატებები. გიო აბაშა.
gio1976
23:21 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული