ქუთაისის "ტორპედოსთვის" გიორგი კახელიშვილი შეუტევს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის საღორიას ბაზაზე ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოსთან" ერთად ვარჯიშობს გიორგი კახელიშვილი, რომელიც ბოლოს რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ "სახალინში" თამაშობდა. 26 წლის თავდამსხმელი კლუბს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

ასევე გადაწყვეტილია გუნდში მცველ გულვერდ თომაშვილისა და ფორვარდ თორნიკე კაპანაძის ჩარიცხვა. წინა სეზონში ორივე "სამტრედიაში" თამაშობდა. ამას გარდა, მოლაპარაკება დასრულდა ირაკლი კლიმიაშვილთანაც და ის კვლავ "ტორპედოსთვის" შეუტევს.

უახლოეს დღეებში "ტორპედო" ხელშეკრულებებს გაუფორმებს სხვა ძველსა თუ ახალ მოთამაშეებსაც - გიორგი სომხიშვილთან, ბაქარ
მირცხულავასთან, დავით ოდიკაძესთან, ოთარ კვერნაძესთან, გიორგი ქიმაძესთან, დათა სიჭინავასთან, ოლეგ მამასახლისთან
...

როგორც შევიტყვეთ, ამ ზაფხულს გუნდი უცხოურ შეკრებას ვერ გაივლის და ქუთაისში მოემზადება. ცხადია, ეს "ქამრების შემოჭერის" შედეგია. დარასელიამ კი საკონტროლო შეხვედრები დაგეგმა. პირველი მატჩი დღესაა - "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლებს, 9 ივლისს კი "საბურთალოს" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამენაირად კვერნაძე დაიტოვეთ არ გაუშვათ.. რაში უხდით ხელფასს.. მაინცდამაინც უნდა შემოგვაკვდეს ქუთაისელებს ? მკვდარივით რო დადის მინდორზე
0
რატო დადის მკვდარივით?აბა ვინ გაიტანა ყველაზე მეტი და გადამწყვეტი მომგების გოლები?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული