აჭარის მთავრობა ბათუმის "დინამოს", მიუხედავად "ომონიასთან" შედეგისა, მაინც კარგად დააფინანსებს

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა ჭეიშვილმა გუნდი ნიქოზიაში პირველად ავარჯიშა
ბათუმის "დინამომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩი ნიქოზიას "ომონიას" 1:0 მოუგო. საპასუხო შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.


"დინამო" კვიპროსში 7 ივლისს გაემგზავრა. საბედნიეროდ, გუნდში ტრავმები არ არის - ყველა ფეხბურთელი ჯანზეა და საბრძოლველად მზადაა. მათ შორისაა გიორგი ქავთარაძეც, რომელსაც მოსამზადებელი ეტაპი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა "ომონიასთან" პირველი შეხვედრა მაინც ჩაატარა.

9 ივლისს "ომონიასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს
აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.


და კიდევ: როგორც შევიტყვეთ, საპასუხო შეხვედრის შედეგის მიუხედავად, აჭარის ხელისუფლებამ კლუბის კარგად დაფინანსება გადაწყვიტა, რათა გასულ სეზონში მიღწეული წარმატება განავითაროს და გულშემატკივრებს უფრო მეტი სიხარული მიანიჭოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული