ბათუმის "დინამომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩი ნიქოზიას "ომონიას" 1:0 მოუგო. საპასუხო შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.
"დინამო" კვიპროსში 7 ივლისს გაემგზავრა. საბედნიეროდ, გუნდში ტრავმები არ არის - ყველა ფეხბურთელი ჯანზეა და საბრძოლველად მზადაა. მათ შორისაა გიორგი ქავთარაძეც, რომელსაც მოსამზადებელი ეტაპი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა "ომონიასთან" პირველი შეხვედრა მაინც ჩაატარა.
9 ივლისს "ომონიასა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს
და კიდევ: როგორც შევიტყვეთ, საპასუხო შეხვედრის შედეგის მიუხედავად, აჭარის ხელისუფლებამ კლუბის კარგად დაფინანსება გადაწყვიტა, რათა გასულ სეზონში მიღწეული წარმატება განავითაროს და გულშემატკივრებს უფრო მეტი სიხარული მიანიჭოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"