ასე სა­დაა? მა­შინ, ჭა­ბუკ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ა­ტა­რონ - ჩელებაძეს ცხადაძის იდეა არ მოსწონს

AutoSharing Option
ორ­შა­ბათს, 6 ივ­ლისს, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის აღ­მას­კო­მის ბო­ლოს სხდო­მა­ზე, კა­ხა ცხა­და­ძის წი­ნა­და­დე­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ითხოვ­და, რომ ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს, ყვე­ლა მატ­ჩის ძი­რი­თად შე­მად­გე­ლო­ბა­ში, ორი 21-წლამ­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ეთა­მა­შე­ბი­ნა.

აღ­მას­კო­მი ამ წი­ნა­და­დე­ბას ერ­თხ­მად და­თან­ხ­მ­და. მაგ­რამ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ქო­ბუ­ლე­თის "შუ­ქუ­რას" დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ ჩე­ლე­ბა­ძე ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გია.

მას გუნ­დ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლ სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით და ინ­ტერ­ვიუ გა­მოგ­ვი­ვი­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩე­ლე­ბა­ძემ სწო­რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი თე­მა წა­მო­წია წი­ნა პლან­ზე...

- აღ­მას­კო­მის წევ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მით, მაგ­რამ საყ­ვე­დუ­რით მივ­მარ­თავ - სა­ნამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის თა­მა­შის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დ­ნენ, იქ­ნებ, კლუ­ბე­ბის­თ­ვი­საც
ეკითხათ რა­მე?

- ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში თქვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი რა არის?
- კარ­გად მეს­მის, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი საქ­მეა. წი­ნა სე­ზონ­ში არა­ნა­ი­რი დი­რექ­ტი­ვა არ გვქო­ნია, მაგ­რამ "შუ­ქუ­რა­ში" ისე­დაც ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და ვა­თა­მა­შეთ და და­ვა­წი­ნა­უ­რეთ - კო­მა­ხი­ძე, ტვილ­დი­ა­ნი, ხო­ჭო­ლა­ვა, კო­პა­ლი­ა­ნი, თუ­ხა­რე­ლი...

კა­ხა ცხა­და­ძე ჩე­მი მე­გო­ბა­რია და მი­სი ჩა­ნა­ფიქ­რი მეს­მის. მაგ­რამ ასე­თი და­ძა­ლე­ბა მა­ინც მი­უ­ღე­ბე­ლია. გუნ­დი ასა­კით ვერ აიწყო­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მო­ე­დან­ზე შეყ­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მწვრთნე­ლი თა­ვი­სუფ­ლად უნ­და იღებ­დეს და არა - ხე­ლოვ­ნუ­რი შეზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში.

- ორი ახალ­გაზ­რ­დის თა­მა­ში ხელს რა­ში შე­გიშ­ლით?
- ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად რომ და­მი­შავ­დეს ან ყვე­ლას დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო თა­მა­შის გა­მო­ტო­ვე­ბა მო­უხ­დეს, მე რა ვქნა? ამ დე­ბუ­ლე­ბის გა­მო უნ­და წა­ვა­გო? ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სხვა მო­ტი­ვე­ბი­თაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვე­თან­ხ­მე­ბი. მა­შინ, ჭა­ბუკ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტი ჩა­ა­ტა­რონ.

ასე სა­დაა? წამ­ყ­ვან ლი­გებ­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის ასე­თი ნა­ძა­ლა­დე­ვი და­წი­ნა­უ­რე­ბა არ ხდე­ბა, მაგ­რამ ეს­პა­ნეთ­ში, ინ­გ­ლის­ში, იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში არ იზ­რ­დე­ბი­ან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი? იქ­ნებ, ამა­ზე დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვით.

- ფაქ­ტია, რომ ამით ახალ­გაზ­რ­და მო­თა­მა­შე­ე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა მოხ­დე­ბა, ჩვენ­თან კი მათ ნაკ­ლე­ბი გა­სა­ქა­ნი აქვთ...
- პი­რი­ქით, გუნ­დ­ში რაც მე­ტი იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ცია და რაც მე­ტი ძლი­ე­რი მო­თა­მა­შე გვე­ყო­ლე­ბა, ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნეც უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის კლა­სიც. აბა, კონ­კუ­რენ­ცია თუ არ დაძ­ლია და შე­მად­გენ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლას არ მი­ეჩ­ვია, ისე ვინ გა­იზ­რ­დე­ბა? მი­ეჩ­ვე­ვა სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს და მე­რე სა­დაც უნ­და წა­ვი­დეს? გა­დაჩ­ვე­ვა კი გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ჩვე­ნი დრო­ის "დი­ნა­მო­ში" ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­ვიზ­რ­დე­ბო­დით და ვერც კონ­კუ­რენ­ცი­ის დაძ­ლე­ვას მო­ვა­ხერ­ხებ­დით.

ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ გუნ­დებს აწყობთ, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლე­ბი აქვთ - თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს", "სა­ბურ­თა­ლო­სა" და "ლო­კო­მო­ტივს", მაგ­რამ და­ნარ­ჩენ­მა ცა­მეტ­მა გუნ­დ­მა რა უნ­და ქნას? ეს ჩვენ მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა.

- "ჩვენ­ში" ვის გუ­ლის­ხ­მობთ?
- კლუ­ბებს! რომ იცო­დეთ, მხო­ლოდ მე არ ვარ უკ­მა­ყო­ფი­ლო, კლუ­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ აზ­რ­ზეა. ბო­ლოს და ბო­ლოს, 2 კა­ცი გუნ­დის­თ­ვის ბევრს ნიშ­ნავს. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვა­ყე­ნებს. სი­ჭი­ნა­ვა­სა და ჩი­ვა­ძეს ეს პირ­და­პირ ვუთხა­რი კი­დეც.

სა­ერ­თოდ, აღ­მას­კო­მი, ფე­დე­რა­ცია და კა­ხა ცხა­და­ძე, ასეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას რომ იღე­ბენ, მა­ნამ­დე იმ ხალხს უნ­და და­ე­კითხონ, ვი­საც კლუ­ბებ­თან უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა აქვს, ვინც იცის გუნ­დის ნი­უ­ან­სე­ბი - რო­გორც ცხოვ­რობს, რა უჭირს, რა ულ­ხინს...

და­ი­ბა­რონ მწვრთნე­ლე­ბი და და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, მო­ე­წო­ნათ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად უფ­რო აჯო­ბებ­და.

- მა­ინც რო­გორ?
- რე­გი­ო­ნულ და პირ­ველ ლი­გებ­ში ლე­გი­ო­ნე­რე­ბის თა­მა­ში აკ­რ­ძა­ლონ ან ლი­მი­ტი 23 წელ­ზე უფ­როს მო­თა­მა­შე­ებ­ზე შე­მო­ი­ღონ. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი სწო­რედ იქ იწყე­ბენ დიდ ფეხ­ბურ­თ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ახ­ლა გუნ­დი თით­ქ­მის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია, კონ­ტ­რაქ­ტე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბულ ბი­უ­ჯეტ­ზე გვქონ­და გათ­ვ­ლი­ლი.

ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე რომ იღე­ბენ, რა გა­მო­დის? - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­და­ნაა გა­და­სათ­ვ­ლე­ლი და კონ­ტ­რაქ­ტე­ბი გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი. ჩვენ კი­დევ რა გვი­ჭირს, აჭა­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვა­ფი­ნან­სებს და მო­თა­მა­შე­ებს ასე თუ ისე კი­დევ მოვ­ძებ­ნით, მაგ­რამ სხვებ­მა რა უნ­და ქნან?!

- გა­სა­გე­ბია თქვე­ნი პო­ზი­ცია. სხვა სა­კითხებ­ზეც ვი­ლა­პა­რა­კოთ. "შუ­ქუ­რას" ახა­ლი ბი­უ­ჯე­ტი და­უმ­ტ­კიც­და?
- 20 ივ­ლი­სამ­დე დაგ­ვიმ­ტ­კი­ცე­ბენ. სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­ჩილ ხა­ბა­ძეა, მა­ნამ­დე აჭა­რა­ში ფეხ­ბურ­თის სამ­ყა­როს სა­დარ­დე­ბე­ლი არ აქვს. ის ფეხ­ბურ­თ­ზე რე­ა­ლუ­რად ზრუ­ნავს.

- გო­გი­ტა გო­გუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა ხდე­ბა?
- სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ვი­მა­ტეთ. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა მო­ვი­და - ხო­ჯა­ვა, გე­გეჭ­კო­რი, ბრა­ჭუ­ლი, გუ­გუ­ჩია, თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი, დო­ლი­ძე, გე­წა­ძე, შა­რი­ქა­ძე, ლობ­ჯა­ნი­ძე, ინ­გო­როყ­ვა, ჭე­იშ­ვი­ლი, კა­კა­ლა­ძე და ნი­ქა­ბა­ძე.

- უცხო­ეთ­ში შეკ­რე­ბა თუ გექ­ნე­ბათ?
- დი­ახ, ეს ამ­ბა­ვი გა­დაწყ­ვე­ტი­ლია - 19 ივ­ლი­სი­დან 21 აგ­ვის­ტომ­დე თურ­ქეთ­ში, ერ­ზ­რუმ­ში მო­ვემ­ზა­დე­ბით და სა­კონ­ტ­რო­ლო შეხ­ვედ­რებ­საც ჩა­ვა­ტა­რებთ. სა­ვა­რა­უ­დო მე­ტო­ქე­თა ვი­ნა­ო­ბა უკ­ვე ვი­ცით, მაგ­რამ ორი­ოდ დღე­ში უფ­რო და­ზუს­ტე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ჩელებაძეს რაღა უნდა, რას ეკითხებით ამას მეტ პულს როგორც იშოვის ისე აწყობს, რათ უნდა ამას ინტერვიუ
garika
18:18 13-07-2015
0
იყიდეთ რა კიდე ვინმე მამ შემადგენლობით გაგვიჭირდება ))
temo
11:08 12-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული