ქუთაისის "ტორპედო" კლუბის საფეხბურთო სკოლას აფუძნებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას დაიწყებს კლუბის საფეხბურთო სკოლა, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ტერიტორიაზე დაფუძნდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის მერიაში გამართულ კრებაზე მიიღეს. კრებას ქალაქის მერი შოთა მურღულია თავმჯდომარეობდა.

ამ და სხვა საინტერესო ამბებზე "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ ილაპარაკა. მაგრამ ცუდი ის არის, რომ სკოლა თავიდან ფასიანი იქნება.

"აქამდე სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა საფეხბურთო სკოლა მუშაობდა, მაგრამ ისინი "ტორპედოს" არ ეკუთვნოდა. სხვა სკოლიდან ბავშვის აყვანისას მისი აღზრდის თანხას სკოლის სასარგებლოდ ვიხდით, რისი ფუფუნებაც არ
გვაქვს. უმჯობესი იქნება, ეს თანხა მოხმარდეს სკოლის განვითარებას და აღიზარდონ ისეთი ბავშვები, რომლებიც "ტორპედოს" გამოადგებიან.

ქუთაისის მერიაში ჩატარებულ სხდომაზე კი ჩემ მიერ წარდგენილი სკოლის პროექტი მოიწონეს და მისი აღდგენა გადაწყდა. ეს ჩემი ოცნება იყო და სასიხარულოა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით გადაწყდა. ეს ქუთაისში ფეხბურთის განვითარებისთვის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია.

ჩვენ გათვლა ფინანსურ მოგებაზე არ გვაქვს. ვინაიდან, კლუბის ბიუჯეტში ამ ეტაპზე არ იყო გათვალისწინებული სკოლასთან დაკავშირებული ხარჯები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებაა, ეს სკოლა იყოს ფასიანი და ის თანხა, რომელსაც მშობელი შეიტანს "ტორპედოს" ანგარიშზე, მოხმარდება მწვრთნელებს და საზოგადოდ, სკოლის განვითარებას", - ამბობს ჩაკვეტაძე.

მისი თქმით, შესაძლოა, ქუთაისში მოქმედი რამდენიმე სკოლა გაერთიანდეს:

"ჩვენ ვესაუბრეთ იმ სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონით სარგებლობდნენ. წინააღმდეგი არავინაა, "ტორპედოს" ბავშვთა სკოლის სტრუქტურას რომ შემოუერთდეს. კარგი ბავშვებისა და კვალიფიციური მწვრთნელების დაკარგვა არ გვინდა. ისინი თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან და რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელიც დაემატებათ.

ბავშვები რომ მოვიდნენ, შესაფერისი ინფრასტრუქტურაა საჭირო. ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. "ტორპედოს" ბაზაზე გვაქვს სტანდარტული ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. ასევე, გვაქვს ჯერ კიდევ გამოუყენებელი მოედნის მოსაწყობი ხალიჩა. გუნდის მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, ის სტადიონზე წამოვიღოთ და ჩვენი ძალებით 60X40-იანი მოედანი გავაკეთოთ, სადაც პატარა ტრიბუნაც გაკეთდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკლედ არ შეუშალოთ ამ ადამიანს ხელი,რაც მოვიდა იმიჯიდან დაწყებული სკოლით გაგრძელებული ბევრ რამეზე ფიქრობს და საბოოლოოდ რაგაც გამოვა.
ლაშა
17:14 11-07-2015
0
მაინც ფასიანი უმრავლესობა სკოლების,ჩემი დიშვილი დადის ტორპედოს სტადიონზე სხვა სკოლაში და ფულს იხდის,მირჩევნია ტორპდეოს სკოლა იყოს და წინსვლის შანსი ექნება ბავშვს ვიდრე კოპერატივში დადიოდეს,ძაღლმა და ღორმა ყველამ გახსნა სკოლა.
ფანი
17:16 11-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული