ეტყობა, აქაურობას ჩვენებიც არ იცნობენ, თორემ რიგი დადგებოდა - გია ცეცაძე ბაზალეთმა გააოცა

AutoSharing Option
6 ივლისს "სამტრედიამ" ახალი ფეხბურთელები წარადგინა და აქამდე ცნობილი ამბავიც ფაქტით დადასტურდა: იმერული გუნდი ახალ სეზონს რადიკალურად სახეშეცვლილი შეხვდება.

გადაწყდა ისიც, რომ "სამტრედიის" სამწვრთნელო შტაბში გია ცეცაძესთან იმუშავებენ გია ჭანტურია და თემურ ლორთქიფანიძე.

მათ ლანჩხუთის "გურიიდან" მიიწვიეს გაბრიელ თებიძე, გიორგი მჭედლიშვილი და ჯემალ გოგიაშვილი, ქუთაისის "ტორპედოდან" - გიგი იოსელიანი და ბუდუ ზივზივაძე, ბოლნისის "სიონიდან" - დაჩი ცნობილაძე, "ზუგდიდიდან" - ლაშა ღონღაძე და ავთო ენდელაძე, "ზესტაფონიდან" - დავით მთივლიშვილი, ირაკლი სიხარულიძე და დავით რაჟამაშვილი, "ცხინვალიდან"
- თემურ მარკოზაშვილი
, ხოლო თბილისის "დინამოდან" - ლაშა შერგელაშვილი.

შედარებით უცნობი ფეხბურთელია ალექსანდრე კვარაცხელია. ეს 20 წლის თავდამსხმელი დიდ ფეხბურთში "გაგრამ" გამოაჩინა, ბოლოს კი "ზუგდიდში" ირიცხებოდა.

სამტრედიელებს სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ არ დაუხურავთ, ახალი ფეხბურთელების დამატებას კიდევ გეგმავენ. ჯერჯერობით კი გუნდი დუშეთში ემზადება.

"ჩემდა გასაოცრად, გუნდის მოსამზადებლად საუკეთესო პირობები დაგვხვდა. ძალიან კარგი ბაზაა.

უცხოელებზე აღარაფერს ვამბობ და ეტყობა, ჩვენმა გუნდებმაც არ იციან, საქართველოში ასეთი კარგი მოსამზადებელი ადგილი რომ გვაქვს, თორემ აქ შემოსვლაზე რიგები დადგებოდა...

ბაზალეთის ტბასთან მდებარე სასტუმრო კომპლექსში ვცხოვრობთ და დუშეთის სტადიონზე ვვარჯიშობთ. მართალია, იქ ხელოვნურსაფარიანი მოედანია, მაგრამ მაგარი ჰაერია, რისთვისაც ევროპის ალპურ რეგიონებს ზაფხულში მთელი მსოფლიო ეტანება. აქ ვარჯიში დიდი სიამოვნებაა", - ამბობს გია ცეცაძე.

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი მოსამზადებელი ეტაპის გეგმებზეც გველაპარაკა:

"ბაზალეთზე შეკრებას 8 ივლისს დავამთავრებთ, 9 ივლისს კი მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" პირველ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. მის მერე დაგეგმილია თურქული შეკრებაც. იქ 13 ივლისს გავემგზავრებით და აგვისტოს დასაწყისში დავბრუნდებით. ამ პერიოდში ოთხ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ.

არის შემოთავაზებები, რომ ვეთამაშოთ თურქეთის მაღალი და დაბალი ლიგის გუნდებს, რუმინელებსა და აზერბაიჯანელებს. მეტოქეებს კი უახლოეს დღეებში დავაკონკრეტებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაკო მართალი ხარ ჯერ რაუნდა ცეცადზეს ეროვნულ ნაკრებში და მერე სამტრედიის მთავარ მცვრთნელად რა ცუდი ჰაბიტუსი აქვს საშინელი
dato
13:09 11-07-2015
0
ეს მართლა უნიჩო ადამიანია შეუფერებელი ფეხბურთისთვის
vako
08:57 11-07-2015
0

სიახლეები პოპულარული