"სამტრედია" თურქულ შეკრებაზე "ვიტ ჯორჯიასთან" ტესტ-მატჩში მოგებული მიდის

AutoSharing Option
"სამტრედიამ" სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ვიტ ჯორჯიასთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. სპარინგი მცხეთაში გაიმართა. ეს იყო გია ცეცაძის გუნდის პირველი ტესტ-მატჩი.

"სამტრედიამ" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე გავიდა - სამტრედიელთა მარცხენა ნახევარმცველმა ლაშა შერგელაშვილმა "კედელი" ჯერ გიორგი დათუნაიშვილს გაუთამაშა, შემდეგ - ბუდუ ზივზივაძეს, ამას კი მოჰყვა საჯარიმოში ჩაწოდება, სადაც ირაკლი სიხარულიძემ იყოჩაღა და შეტევა გოლით დააგვირგვინა.

"სამტრედია" 14 ივლისს თურქეთში მიემგზავრება და მომდევნო ამხანაგურ მატჩს სწორედ იქ ჩაატარებს. ცეცაძის შეგირდებს სამეზობლოში სულ 4 სპარინგი
აქვთ დაგეგმილი: ერთი - თურქული სუპერლიგის წარმომადგენელთან, მეორე - აზერბაიჯანის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდთან, ხოლო დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა ადგილზე დაზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული