ქუთაისის "ტორპედო" მოსკოვის "ტორპედოს" 20 წლის მცველს აკვირდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" მოსკოველ სეხნიასთან მოლაპარაკებას მართავს - გიორგი დარასელია 20 წლის ანდრეი ნიკონოვის ტრანსფერით დაინტერესდა.

მოსკოვის "ტორპედოს" მცველი მოახლოებული სეზონისთვის ქუთაისელებთან ერთად ემზადება.

ნიკონოვს, ძირითადად, მოსკოველთა დუბლშემადგენლობაში უწევდა თამაში. გააფორმებს თუ არა რუსი კონტრაქტს რიონისპირელებთან, ეს უახლოეს დღეებში გაცხადდება.

დღეს, 14 ივლისს, "ტორპედო", 18 საათზე, საღორიის ბაზაზე, მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს მარტვილის "მერანთან" და არ არის გამორიცხული, ნიკონოვმა ქუთაისური გუნდის ფორმა პირველად ამ თამაშში მოირგოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკონოვმა ითამაშა უკვე ტორპედოს ამხანაგურ მატჩში საბურთალოსთან და ისიც არასწორია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვის ტორპედოსთან, უფრო მეტად გაადამოწმეთ ხოლმე მერაბ...
მერაბი
15:37 14-07-2015
0
უყვარს მერაბს ხანდახნობით მკითხველის დაბოლება :)
კლიმენტი
16:41 14-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული