"გურიას", რომელმაც ლიცენზირება ვერ გაიარა, არც ჯარიმა ჰქონდა გადახდილი. კლუბის ხელმძღვანელობა აღმასკომისგან სწორედ ამ ჯარიმის გადახდის გადავადებას ითხოვდა. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მათი თხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა - აღმასკომის
14 ივლისს "ლელო" ლანჩხუთური კლუბის სატრანსფერო მენეჯერ ირაკლი ვაშაკიძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, "გურიამ" პრობლემა მოაგვარა:
"თანხა 13 ივლისს გადავიხადეთ და ეს პრობლემა მოგვარდა. სურდათ, რომ ჩვენ ნაცვლად "ვიტ ჯორჯია" დაეშვათ, მაგრამ "გურიას" უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ოფიციალურად დართეს", - ამბობს ვაშაკიძე.
ცნობილია, რომ მთავარ მწვრთნელად კახა გოგიჩაიშვილის დანიშვნის შემდეგ გუნდში ბევრი ახალწვეულია. ახლა ამ სიას კიდევ ერთი მოთამაშე დაემატა - რუსთავის "მეტალურგის" მარცხენა მცველი კოტე ხიზანეიშვილი. გუნდში იმედოვნებენ, რომ ეს 22 წლის მარცხენა მცველი გურულებს დაცვის ფლანგზე დაეხმარება. მიუხედავად "მეტალურგის" წარუმატებლობისა, პირადად ხიზანეიშვილმა გასული სეზონი კარგად ჩაატარა და სპეციალისტებს თავი კარგი თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით დაამახსოვრა.
ვაშაკიძის თქმით, "გურიამ" გუშინ მეორე შეკრება დაიწყო. გუნდი გრიგოლეთში დაბანაკდა და სამი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა: 16 ივლისს გოგიჩაიშვილის გაწვრთნილები თერჯოლის "საპოვნელას" შეხვდებიან, 19-ში - მარტვილის "მერანს", ხოლო 22-ში - ფოთის "კოლხეთს".
შესაძლოა, ერთ-ერთ შეხვედრას ლანჩხუთის სტადიონმაც ("ევგრაფი შევარდნაძე") უმასპინძლოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"