ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ეროვნული ლიცენზია უმაღლესი ლიგის ლამის ყველა კლუბმა მიიღო, პლუს, პირველი ლიგის ფავორიტებმაც. თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა ლანჩხუთის "გურია". აღმასკომის წევრებმა ბოლო სხდომაზე კლუბის წერილიც განიხილეს. საქმე ისაა, რომ ამ ორგანოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, კლუბს, რომელმაც ლიცენზირება ვერ გაიარა, ჯარიმის სახით 1-ელ ივლისამდე 50 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

"გურიას", რომელმაც ლიცენზირება ვერ გაიარა, არც ჯარიმა ჰქონდა გადახდილი. კლუბის ხელმძღვანელობა აღმასკომისგან სწორედ ამ ჯარიმის გადახდის გადავადებას ითხოვდა. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მათი თხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა - აღმასკომის
გადაწყვეტილებით, "გურიას" თანხის გადახდის ბოლო ვადად 14 ივლისის 18 საათი დაუთქვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს ლიგაში მას ავტომატურად "ვიტ ჯორჯია" ჩაანაცვლებდა.

14 ივლისს "ლელო" ლანჩხუთური კლუბის სატრანსფერო მენეჯერ ირაკლი ვაშაკიძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, "გურიამ" პრობლემა მოაგვარა:

"თანხა 13 ივლისს გადავიხადეთ და ეს პრობლემა მოგვარდა. სურდათ, რომ ჩვენ ნაცვლად "ვიტ ჯორჯია" დაეშვათ, მაგრამ "გურიას" უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ოფიციალურად დართეს", - ამბობს ვაშაკიძე.

ცნობილია, რომ მთავარ მწვრთნელად კახა გოგიჩაიშვილის დანიშვნის შემდეგ გუნდში ბევრი ახალწვეულია. ახლა ამ სიას კიდევ ერთი მოთამაშე დაემატა - რუსთავის "მეტალურგის" მარცხენა მცველი კოტე ხიზანეიშვილი. გუნდში იმედოვნებენ, რომ ეს 22 წლის მარცხენა მცველი გურულებს დაცვის ფლანგზე დაეხმარება. მიუხედავად "მეტალურგის" წარუმატებლობისა, პირადად ხიზანეიშვილმა გასული სეზონი კარგად ჩაატარა და სპეციალისტებს თავი კარგი თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით დაამახსოვრა.

ვაშაკიძის თქმით, "გურიამ" გუშინ მეორე შეკრება დაიწყო. გუნდი გრიგოლეთში დაბანაკდა და სამი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა: 16 ივლისს გოგიჩაიშვილის გაწვრთნილები თერჯოლის "საპოვნელას" შეხვდებიან, 19-ში - მარტვილის "მერანს", ხოლო 22-ში - ფოთის "კოლხეთს".

შესაძლოა, ერთ-ერთ შეხვედრას ლანჩხუთის სტადიონმაც ("ევგრაფი შევარდნაძე") უმასპინძლოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა გურიაც გადაივსება თბილისელი "ფეხბურთელებით", რეალურად ჩვენ გვაქვს არა საქართველოს ჩემპიონატი, არამედ თბილისის ჩემპიონატი და ამიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად. აგიხსნით რა ხდება: ფაქტიურად იშვიათი გამონაკლისების გარდა კლუბების მენეჯმენტში დასაქმებულია თბილისელი კადრები, რადგან მათ იციან კარგი ცხოვრების ფასი, "ფეხბურთელებსაც" თვითონ მოათრევენ ადგილობრივი პერსექტიულები კი რჩება გუნდის გარეშე და ასე ფული იხარჯება ქარავანი მიდის ვაშაკიძეები, გოგიჩაიშვილები, ეცაძეები და .... დასაქმებულები არიან კარგ ფულებს ღუნავენ და ფეხბურთი კი კვდება., ეს არის რეალობა და ამას არცერთი ... ჟურნალისტი არ ამბობს, რადგან ისიც ამ დამპალი სისტემის ნაწილია, ისიც ისეა მოხვედრილი იმ სამსახურში.
0
არველაზეებო წადიტ წადიტ
dato
14:26 15-07-2015
0

სიახლეები პოპულარული