ქობულეთის "შუქურა: გუნდი თურქეთში, გიორგი ჩელებაძე კვიპროსში

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" სეზონისთვის "ჩელე არენაზე" ემზადებოდა. გელა სანაიამ მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა ფეხბურთელებს თურქეთში ავარჯიშებს.

ქობულეთელები ერზრუმში მოსამზადებლად 18 ივლისს გაემგზავრნენ, უკან კი 1-ელ აგვისტოს დაბრუნდებიან. "შუქურა" თურქეთში სამი საკონტროლო შეხვედრის გამართვას გეგმავს, მეტოქეებს კი ადგილზე დააზუსტებს.

სანაიამ "შუქურა" თურქეთში ამ შემადგენლობით წაიყვანა:

მეკარეები: თეიმურაზ კაკალაძე, აზამატ ჯიოევი, ილია სტურუა;
მცველები: ლაშა ჩალაძე, ირაკლი ტაბიძე, არჩილ ბაჯელიძე, გიგა ჭეიშვილი, ავთანდილ ბრაჭული, ზურაბ მალანია, ლევან ინგოროყვა, ირაკლი კომახიძე;
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე, ლევან გეგეჭკორი, ლევან ანანიძე, რევაზ გეწაძე, გოჩა ხოჯავა,
თორნიკე თარხნიშვილი, ანდრია პუკანიჩი, ლევან შარიქაძე, ლუკა გუგუჩია, გიორგი ჩელებაძე;
თავდამსხმელები: მერაბ კოპალიანი, ელგუჯა ლობჟანიძე, მიხეილ კაკალაძე.

გუნდთან ერთად გაემგზავრა გიორგი ჩელებაძეც, თუმცა ის კვიპროსში გადაინაცვლებს, სადაც იქაურ "აიანაპასთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული