მანამდე კი, "ზუგდიდმა" მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - "ბაიას" ბაზაზე ჩხოროწყუს "სამეგრელოს" უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ტემპი მაღალი არ ყოფილა, პირველ ნახევარში ოთხი გოლი გავიდა. მე-11 წუთზე ზუგდიდელებმა კუთხური მოაწოდეს და ცოტნე სამუშიამ საჯარიმოს გარედან კარში შეუჩერებლივ, ძლიერად დაარტყა - 1:0.
სტუმრებმა წონასწორობა ზუსტად ორ წუთში, "სტანდარტულის" გათამაშებით აღადგინეს. ცოტა ხანში მასპინძლები
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა მეორედაც გაათანაბრეს ანგარიში. მეორე ტაიმში შეროზიამ შემადგენლობა შეცვალა. საწყის წუთებში მასპინძლები უკვე მურთაზ ჩანგელიამ დააწინაურა - 3:2.
მალე სამუშიამ მორიგი საგოლე პასი მიითვალა - მისი გადაცემით თავი გოდერძი მაჩაიძემ გამოიჩინა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, იმავე ჩანგელიამ, გიორგი ბულიას პასით დუბლი შეასრულა.
საბოლოო ანგარიში კი სტუმრებმა დააფიქსირეს, რომლებმაც ბოლო წუთზე სხვაობის შემცირება შეძლეს - 5:3.
ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, ნარმანია, ქანთარია, ელიავა, მებონია, წყაროზია, წურწუმია, ც. სამუშია, გ. სამუშია, კვარაცხელია; შეცვლაზე: ჯომიდავა, მაჩაიძე, ნარმანია, ნ. ქირია, მალანია, ჟვანია, ფარჯიკია, დ. კუტალია, ბულია, ჩანგელია, თუთბერიძე.
ამ შეხვედრის შემდეგ ზუგდიდელთა დამრიგებელმა ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა. 20-21 ივლისს გუნდი თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ჯერ არ არის გარკვეული ის შემადგენლობა, რომელსაც შეროზია თურქულ შეკრებაზე იახლებს. ლაპარაკია კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებაზე, რაც დღეს ან ხვალ დაზუსტდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"