შარშანდელის არ იყოს, ახალ ჩემპიონატშიც ბევრი "ლტოლვილი" გუნდი გვეყოლება...

AutoSharing Option
ფოტოზე: ფოთის ცენტრალური სტადიონის დასავლეთი ტრიბუნა
ცნობილია, რომ მორიგი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტური 14 აგვისტოს გაიმართება. თუ რაიმე შეიცვალა, შესაძლოა, პირველი მატჩები 13 აგვისტოსაც ჩატარდეს. ყველა გუნდმა იცის თავისი კალენდარი, პირველი ტურის განრიგი "ლელომაც" გაგაცნოთ.

ფოთის "კოლხეთი" XXVII პირველობას ქვეყნის ჩემპიონ გორის "დილასთან" სტუმრობით იწყებს. სტუმრობა გასაგებია, მაგრამ საკითხავია, სად გამართავენ კოლხები საშინაო მატჩებს? კალენდრის მიხედვით, II ტურში ფოთელებმა ბოლნისის "სიონს" უნდა უმასპინძლონ.

შევიტყვეთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა "ევგრაფი შევარდნაძის" დირექციას უკვე მოელაპარაკა და საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში გამართავს.

შარშანდელის არ
იყოს, ახალ ჩემპიონატშიც ბევრი "ლტოლვილი" გუნდი გვეყოლება. საკუთარ სტადიონზე თამაშს მოკლებულები არიან "ცხინვალი", ბათუმის "დინამო", თერჯოლის "საპოვნელა" და იგივე "სიონი".

საინტერესოა, რომ ევროთასებზე გასული 4 გუნდიდან ორს ("ცხინვალი" და ბათუმის "დინამო") საკუთარი სტადიონი არ ჰქონდა. ამ კატეგორიაში არ ვთვლით "ზუგდიდს", რომელიც საკუთარ ქალაქში კი თამაშობს, ოღონდ - "ბაიას" ბაზაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მუშებს ხელფასს არ უხდიან და მისით კიდე სტადიონი არ აშენდება
dinamo tb
13:40 21-07-2015
0

სიახლეები პოპულარული