სტუმრებმა აქტიურად შეუტიეს და გოლის გატანა ორჯერ შეეძლოთ. თუმცა ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ჯაბა დვალმა ფლანგური გარღვევა თავური დარტყმით დააგვირგვინა და "საბურთალოს" ფორმით პირველი გოლი გაიტანა - 1:0. გამოცდილ თავდამსხმელს ჯერ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ, სავარაუდოდ, კარიერას სწორედ "საბურთალოში" გააგრძელებს.
გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა მეორე ტაიმში უფრო შემტევი და ლაღი ფეხბურთი აჩვენეს და მეტოქის კარი კიდევ ოთხჯერ აიღეს: 56-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გიორგი
67-ე წუთზე ანდრო სოფრომაძის გადაცემით გურამ გოშთელიანმა ისარგებლა და თავისიანები სამბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის მერე სტუმრებმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და მალე სოფრომაძემ თავად გაიტანა. ამჯერად, საგოლე გადაცემა ხარაიშვილს ეკუთვნოდა - 4:0.
მატჩის მიწურულს ორი გოლი გავიდა: 85-ე წუთზე თერჯოლელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს, რასაც გაგი მარგველაშვილის პენალტი (რომელიც ხარაიშვილმა მოიპოვა) მოჰყვა და "საბურთალომ" 5:1 მოიგო.
საბურთალო: ქურდაძე, ბეროშვილი, ბედიევი, კაკიაშვილი, ვაჭარაძე, ნიკოლაშვილი, ლაკვეხელიანი, ჩოგაძე, ბიძინაშვილი, წივილაშვილი, დვალი; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, მარგველაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, შიხაშვილი, მამუჩაშვილი, ფანცულაია, გვარაძე.
საპოვნელა: გიორგაძე, რობაქიძე, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბერუაშვილი, მაკარიძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, ბუხაიძე, ამბროლაძე, ჭაჭიაშვილი; შეცვლაზე: მზევაშვილი, პაპავა, შუღლაძე, თავაძე, ზეინკლიშვილი, ალავიძე, ბარბაქაძე, ლაღაძე, ბანძელაძე.
ეს იყო "საბურთალოს" მესამე გამარჯვება მეოთხე საკონტროლო შეხვედრაში. ჭიაბრიშვილის გუნდმა მხოლოდ თბილისის "ლოკომოტივთან" წააგო (2:3), მანამდე კი ქუთაისის "ტორპედო" (3:1) და ბოლნისის "სიონი" (4:0) დაამარცხა. გოლების რაოდენობასაც შევხედოთ - საბურთალოელებმა 4 მატჩში 14 გოლი გაიტანეს.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "საბურთალოს" მომდევნო საკონტროლო მატჩი, რომელიც 24 ივლისს გაიმართება - უმაღლესი ლიგის დებიუტანტი თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება. მატჩი დიღმის ბაზაზე 18:30 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"