ბესო აბაშიძე: მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მეკარეთა ყოფილი დამრიგებლის, თამაზ ოდიკაძისა და ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საგა გრძელდება. 22 ივლისს "ზესტაფონმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით შემოგთავაზეთ.


შევეცადეთ, ყველა მხარის პოზიცია მიგვეწოდებინა მკითხველისთვის... თემასთან დაკავშირებით "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბესო აბაშიძემ:

"მე ობიექტურად მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს.

მე ორი თვეა, რაც მინისტრის მოადგილე ვარ, მანამდე პრეზიდენტის აპარატში ვმუშაობდი. ფეხბურთისა და პოლიტიკის დაკავშირება ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა.

ჩვენი ორგანიზაცია, უფრო ზუსტად
რომ ავხსნა, აწარმოებს დაახლოებით ისეთ საქმიანობას, როგორსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ ვართ საქართველოში Fif-PRO-ს წარმომადგენლები. ეს არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც იცავს ფეხბურთელთა უფლებებს.

ჩვენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვიცავთ ფეხბურთელთა ინტერესებს. ჰკითხონ სხვადასხვა ფეხბურთელს - კვარაცხელიას, შაშიაშვილს, ჩისკოს, უსტარიცს, "გურიას", "დილასა" და "ზუგდიდის" მოთამაშეებს... თუ როდისმე რამე აგვიღია მათგან. ჩვენს ანგარიშზე თანხა არის ნული!

რაც შეეხება თამაზ ოდიკაძის საკითხს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თუ რამე პრეტენზია ჰქონდათ, მოსულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა განხილვაში. უწყებაც კი არ ჩაიბარეს.

ჩემი საქმიანობის შესახებ კი მოუძიებიათ ინფორმაცია... აქვე დავამატებ, რომ ჩვენი სამინისტროდან შევდივარ საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობ საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც ახლახან ჩამოყალიბდა.

ამ წერილის დამწერზე უკეთ ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, სახელმწიფო უწყების პარალელურად ვიმუშაო ანაზღაურებად თანამდებობაზე...

"ზესტაფონის" ამბავი კი საწყენია, რადგან თუ გუნდი არ იქნება, ნაკლები ფეხბურთელი დასაქმდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Jer kartuli ena astsavlet da mere danishnet ministris moadgiled,intelektze agarapers vambob,tserili tviton ambobs!
vaimeeeee
16:13 23-07-2015
0
როდისმე არა. ოდესმე. კაკაურიძე, არ გინდა ქართულის მასწავლებლად ამიყვანო? წერასაც გასწავლი. ნახევარი ცხოვრება შტატებში მაქვს გატარებული მაგრამ შენზე უკეთესად მაინც ვიცი ქართული.
odala
15:57 23-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული