დინამო (ბთ)-ტორპედო 3:2 - სპარინგი ბათუმში მასპინძლებმა მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, ბათუმში, "ადელის" სტადიონზე, ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში ადგილობრივი "დინამო" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ვიცე-ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-5 წუთზე სტუმრები ანგარიშში დათა სიჭინავამ დააწინაურა, 33-ეზე კი გიორგი ბერიაშვილმა გაათანაბრა და ტაიმიც ფრედ 1:1 დასრულა.

შესვენების შემდეგ ბათუმელებმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს - შანსი ჯერ დიმიტრი ტატანაშვილმა (55), შემდეგ კი ლევან კვანტალიანმა (58) გამოიყენა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული