ორი კლუბის ურთიერთობიდან გამომდინარე, ქუთაისელმა ქომაგებმა "დინამოსთან" სპარინგის გამართვის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს.
"6 თამაშია, ქართულ დერბიში არ მოგვიგია. იმის ნაცვლად, რომ შემდეგი დერბი მოვიგოთ, მიდიხართ და ჩვენს ტაქტიკას აცნობთ მეტოქეს...
იქ ის ხელმძღვანელები დაგხვდებიან, რომლებიც საჩივრებს წერდნენ და ამის გამო ქომაგთა კლუბ "ჯუნგლების" წევრებმა
ჩვენ თუ არ გვცემთ პატივს, გიორგი ქიმაძის გადაწყვეტილებას მაინც ეცით პატივი. აქ მხოლოდ იმის გამო დარჩა, რომ იცოდა ქუთაისის და "ტორპედოს" ფასი.
იმედია, ამ ყველაფერს გაიაზრებთ და მაგ არაფრისმომცემ თამაშზე უარს იტყვით", - ვკითხულობთ ფანების წერილში.
გიორგი დარასელიამ ეს მოწოდება გაითვალისწინა და ამხანაგურ მატჩზე მართლაც უარი თქვა, რასაც ფანებმა "ღირსეული გადაწყვეტილება" უწოდეს.
ამასობაში, "ტორპედო", რომელიც წლეულს უცხოურ შეკრებაზე ვერ წავიდა, საკუთარ ბაზაზე ემზადება. საბა ადამაშვილისა და ზაურ გოგუაძის გარდა, რომლებიც მიკროტრავმების გამო ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, ყველა ტორპედოელი მწყობრშია.
დღეს, 29 ივლისს, დარასელიას გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს საკუთარ ბაზაზე, ლანჩხუთის "გურიასთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"