თბილისის "დინამოს" გიორგი რეხვიაშვილი უბრუნდება?

AutoSharing Option
შესაძლოა, თბილისის "დინამოს" მისი ყოფილი ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდეს.

ის უკვე ვარჯიშობს დიღმის ბაზაზე და როგორც კლუბში შევიტყვეთ, "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

რეხვიაშვილს გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. ამ 27 წლის ფეხბურთელს არაერთ გუნდში უთამაშია. საჩხერის "ჩიხურაში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ის თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "ბოლუსფორში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო იქ შესაძლებლობები ვერ გამოავლინა.

ფაქტია, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, რეხვიაშვილს ძალიან ბევრი შეუძლია და მისი შესაძლო დაბრუნება "დინამოს" დაცვას აუცილებლად გააძლიერებს.

ის კი არა, თუ სასურველ
ფორმაში შევა, რეხვიაშვილს შეუძლია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც განაცხადოს პრეტენზია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფერი ფერს და მადლი გმერტსო, აწი ნახეთ დინამო რას დაიქოქება
vova
13:09 01-08-2015
0
რა უჭირს აწი დინამოს
Bacho
15:02 31-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული