გულვერდ თომაშვილი მოლაპარაკებას "ცხინვალთან" მართავს

AutoSharing Option
26 წლის მცველი გულვერდ თომაშვილი "ცხინვალთან" მოლაპარაკებას მართავს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელს აუცილებლად ვიხილავთ კახა კაჭარავას გაწვრთნილ გუნდში.

თომაშვილს აქამდე თბილისის "დინამოში", გორის "დილასა" და "სამტრედიაში" უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან 1 მატჩი ჩაატარა.

თავის დროზე თომაშვილი შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ "დინამოსა" და "დილასთვის". ბოლო დროს მას ტრავმები აწუხებდა, თუმცა ჩანს, უკვე მზადაა სათამაშოდ და აქედან მოდის კიდეც "ცხინვალის" ინტერესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გულვერდ. გგულშემატკივრობ. მახსოვს შენი კარგი თამაშები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში და დინამოში.
გიო
19:47 04-08-2015
0

სიახლეები პოპულარული