კახა კაჭარავა: უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მწარე რეალობა!

AutoSharing Option
"ცხინვალი" მომავალი ეროვნული ჩემპიონატისთვის სამზადისს აგრძელებს.

რა და როგორ იყო რუმინულ "ბოტოშანთან" საევროპალიგო მატჩებში, ყველამ კარგად ვიცით. წაგება, თქმა არ უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება...

გვესაუბრება "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა:

- როგორ ემზადებით მომავალი სეზონისთვის?
- მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ წავედით უცხოურ შეკრებაზე. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებისთვის "ცხინვალი" თბილისის ზღვაზე ემზადება. ვითამაშეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა...

- რა ცვლილებებია გუნდში?
- როგორც იცით, წავი
და კილასონია. მან გადაწყვიტა, "სიონში" გაეგრძელებინა კარიერა. დანარჩენი ფეხბურთელები, რომლებიც "ბოტოშანთან" ვათამაშეთ, ისევ გუნდში არიან და ემზადებიან. რამდენიმე მოთამაშესთან მიდის მოლაპარაკება და, მოდით, ამის თაობაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა მათი საკითხი გადაწყდება.

- ვიცით, "ცხინვალთან" ერთად ვარჯიშობს გოგიტა გოგუაც. არის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების წევრი დაიმატოთ?
- ჩვენი გუნდი ყოველთვის შეუწყობს ხელს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ეროვნული ნაკრების გუნდის კანდიდატები არიან და რაღაც ეტაპზე სჭირდებათ სათამაშო პრაქტიკა. აქვე ვიტყვი, რომ გოგუასთვის "ცხინვალის" კარი ღიაა, თუმცა, რამდენადაც ვიცი, მას უნდა, რომ უკეთეს ჩემპიონატში, უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოს. გოგიტას მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები და მისი ეს მისწრაფება ჩემთვის გასაგებია.

- წეღან ფინანსური მდგომარეობა ახსენეთ და ამაზეც გკითხავთ - როგორი იქნება "ცხინვალის" დაფინანსება მომავალ სეზონში?
- რეალურად, ჩვენ ისე ვითამაშეთ ევროპალიგაზე, შეკრებაც კი არ გაგვივლია. იქ სულ სხვა მოთხოვნებია... 6 მილიონი დახარჯა "ბოტოშანმა" ტრანსფერებზე ერთ თვეში და რთულია, მას ასიათასიანი გუნდით მოუგო. არადა, გულშემატკივარს ეს არ აინტერესებს. ის მართალია - მოდის სტადიონზე და უნდა იხილოს თავისი გუნდის კარგი თამაში, გამარჯვება...

საერთოდ, ქომაგი ყოველთვის მართალია. აგერ, ჯერ სეზონი არ დაწყებულა და უკვე რამდენიმე ჩვენს ფეხბურთელს უნდა გუნდიდან წასვლა. როგორ უნდა შევაკავოთ ისინი ასეთი მწირი დაფინანსების პირობებში?

კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს და აქვე ვიტყვით - რომ არა მათი თანადგომა, სავარჯიშო ადგილების მონახვაც კი გაჭირდებოდა. მომავალ სეზონში ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვეყოლება, იქნება ის კონტინგენტი, რომელიც ფეხბურთის სათამაშოდაა მოწადინებული.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, "ცხინვალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კაჭარავამაც დატოვოს გუნდი...
- საერთოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობას წასვლა უნდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის მწარე რეალობა. რაც შეეხება კონკრეტულად ნიკას, მართლაც არის ვარიანტები, მაგრამ მოდით, ჯერ ნუ ვიჩქარებთ... როცა რეალური იქნება კონტრაქტის გაფორმება, ყველაფერს მაშინ გაიგებთ.

- შევიტყვეთ, რომ ლაპარაკია რუსულ ინტერესზე...
- არ დაგიმალავთ, "როსტოვის" მთავარ მწვრთნელ ყურბან ბერდიევს ძალიან მოსწონს ნიკას თამაში და შეკრებაზეც ჰყავდა წაყვანილი, მაგრამ... ვნახოთ... "როსტოვი" ერთადერთი ვარიანტი არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ვითომ მწვრთნელი, როგორ აპიარებს თავის უნიჭო შვილს, თურმე ტაციაობა ყოფილა "ფეხბურთელზე", რომელიც ფეხბურთის გაგებაში არ არის ნიჭის ნატამალიც არ აქვს, თუ დაეცა ბურთი თავზე..........
0
კონსტანტინე-ს. კი, მარტალი ხარ, მაგრამ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რეგიონი, ხაბაროვსკი კრაი გამოგრჩა. დადიდ ხმები, რომ ჩვენი ფუტბალისტები მალე კამცატკის კრაისაც აითვისებენ. მოკლედ მსოფლიო ტერიტორიის მექვსედი ათვისებული გვაქვს. ეტო ოჩენ ხარაშო, პრავდა!!
vasia
09:39 05-08-2015
0

სიახლეები პოპულარული